If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შემთხვევითი შერჩევა და შემთხვევითი მიკუთვნება (დასკვნის დიაპაზონი)

ჰილარის უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა რაიმე დამოკიდებულება D ვიტამინსა და სისხლის წნევას შორის.
იგი კვლევისთვის რამდენიმე განსხვავებული დიზაინის გამოყენებას განიხილავს.
განსაზღვრეთ რა ტიპის დასკვნის გაკეთება შეიძლება კვლევის თითოეული დიზაინიდან.

სიტუაცია 1

ჰილარი საკუთარი ქალაქიდან არჩევს მოქალაქეების შემთხვევითად შერჩეულ ერთობლიობას. იგი მათ ეკითხება, იღებენ თუ არა D ვიტამინს და რამდენს იღებენ. იგი ასევე ზომავს მათი სისხლის წნევებს.
დავუშვათ, ჰილარი ადგენს, რომ შერჩეულ ადამიანებს შორის მათ, ვინც მაღალი ოდენობის D ვიტამინს მოიხმარენ, მნიშვნელოვნად ნაკლები სისხლის წნევა აქვთ იმათთან შედარებით, ვინც - არ მოიხმარენ.
ამოცანა a (სიტუაცია 1)
ამ კვლევაზე დაყრდნობით თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს შედეგი ჭეშმარიტია:
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა B (სიტუაცია 1)
ვერ დავასკვნით, რომ სისხლის წნევებს შორის განსხვავება გამოწვეულია D ვიტამინით?
აირჩიეთ 1 პასუხი:

სიტუაცია 2

ჰილარის მისი ქალაქიდან აჰყავს ის მოქალაქეები, რომლებსაც მომდევნო თვეში დანიშნული აქვთ ფიზიკური გამოცდა ადგილობრივი ექიმის ოფისში. იგი შემთხვევითად ანაწილებს მოხალისეებს, რომ მიიღონ D ვიტამინის აბი ან - პლაცებო. მონაწილეებმა არ იციან რომელ აბს იღებენ. მათი სისხლის წნევა იზომება კლვევის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.
დავუშვათ, ჰილარი ადგენს, რომ ჯგუფს, რომელმაც მიიღო D ვიტამინი, მნიშვნელოვნად შეუმცირდა სისხლის წნევა, ხოლო პლაცებოს ჯგუფს არ უჩვენებია მნიშვნელოვანი ცვლილება სისხლის წნევაში.
ამოცანა a (სიტუაცია 2)
ამ კვლევაზე დაყრდნობით თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს შედეგი ჭეშმარიტია:
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა B (სიტუაცია 2)
ვერ დავასკვნით, რომ სისხლის წნევებს შორის განსხვავება გამოწვეულია D ვიტამინით?
აირჩიეთ 1 პასუხი:

შენიშვნა: რეალურ სამყაროში, ეთიკის ნორმების გათვალისწინებით, ვერ ავიღებთ შემთხვევითად შერჩეულ ადამიანებს და ვერ ვაიძულებთ წამლებთან დაკავშირებულ კვლევაში მონაწილეობას. თუმცა, გვაქვს უფრო განვითარებული მეთოდები ასეთი ტიპის შერჩევითი მიკერძოების გასაკონტროლებლად. როცა ახალი წამლის შემოწმებისას ვეყრდნობით მოხალისეებს, გვინდა, ჩავთვალოთ, რომ ეს მოხალისეები წარმომადგენლობითი არიან უფრო დიდი ერთობლიობისთვის. ეს კვლევა შეგვიძლია, გავიმეოროთ მოხალისეთა სხვა ჯგუფზე, რომ ვნახოთ, იგივე შედეგს თუ მივიღებთ.
მთავარი აზრი: თუ ერთობლიობა შემთხვევითად არ არის შერჩეული, იგი შეიძლება, არ იყოს წარმომადგენლობითი უფრო დიდი ერთობლიობისთვის. AP ტესტში მზად იყავით, რომ გამოიყენოთ ეს კონცეფცია და ერთი ნიუანსი, როცა საქმე გვაქვს იმის განხილვასთან, შერჩევითი ერთობლიობა არის თუ არა წარმომადგენლობითი უფრო დიდი ერთობლიობისთვის.

შეჯამება

ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს, რა სახის დასკვნები შეგვიძლია, გავაკეთოთ კვლევის დიზაინზე დაყრდნობით.
შემთხვევითი შერჩევაარაშემთხვევითი შერჩევა
შემთხვევითი განაწილებაშეუძლია, განსაზღვროს მიზოზობრივი დამოკიდებულებები ერთობლიობაში. რეალურ სამყაროში ასეთი დიზაინი შედარებით იშვიათია.შეუძლია, განსაზღვროს მიზეზობრივი კავშირი მხოლოდ შერჩევით ერთობლიობაში. ექსპერიმენტების უმეტესობა ამ დიზაინს შეესაბამება.
არაშემთხვევითი განაწილებაშეუძლია, განსაზღვროს დამოკიდებულებები მთლიან ერთობლიობაში, მაგრამ არა - მიზეზობრიობა. ბევრი გამოკითხვა და დაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევა ამ დიზაინს შეესაბამება.შეუძლია, გამოავლინოს დამოკიდებულებები მხოლოდ შერჩევით ერთობლიობაში. ამ დიზაინს შეესაბამება მრავალი, არამეცნიერული გამოკითხვა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.