If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სტატისტიკა და ალბათობა

კურსი: სტატისტიკა და ალბათობა > თემა 5

გაკვეთილი 1: გაბნევის დიაგრამების გაცნობა

გაბნევის დიაგრამებოს აღწერა (ფორმა, მიმართულება, სიძლიერე, ამოვარდნები)

როცა ვიყენებთ გაბნევის დიაგრამებს, უნდა შეგვეძლოს, აღვწეროთ ასოციაცია სიდიდეებს შორის.
გაბნევის დიაგრამაში ასოციაციის სწრაფი აღწერა ყოველთვის უნდა შეიცავდეს ასოციაციის ფორმის, მიმართულებისა და სიძლიერის აღწერას, ისევე როგორც, ნებისმიერი ამოვარდნის არსებობას.
ფორმა: ასოციაცია წრფივია თუ არაწრფივი?
მიმართულება: ასოციაცია დადებითია თუ უარყოფითი?
სიძლიერე: ასოციაცია ძლიერი ჩანს, საშუალოდ ძლიერი თუ სუსტი?
ამოვარდნები: არის ისეთი მონაცემები, რომლებიც ზოგადი კანონზომიერებიდან უჩვეულოდაა დაშორებული?
ასევე მნიშვნელოვანია, ორი სიდიდის კონტექსტი მივათვალოთ ამ თვისებების აღწერაში. აქ არის მაგალითი.

მაგალითი

მოდით, აღვწეროთ გაბნევის დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებას მძღოლების ასაკსა და ავტოავარიებს შორის ყოველ 100 მძღოლზე 2009 წელს.
აქ არის შესაძლო აღწერა, რომელშიც აღნიშნულია ფორმა, მიმართულება, სიძლიერე და ამოვარდნების არსებობა—და აღნიშნულია ორი სიდიდის კონტექსტი:
„გაბნევის ეს დიაგრამა გვიჩვენებს ძლიერ, უარყოფით, წრფივ ასოციაციას მძღოლების ასაკსა და ავარიების რაოდენობას შორის. მონაცემებში არ გვაქვს ამოვარდნები.“
შენიშნეთ, რომ აღწერაში აღნიშნულია ფორმა (წრფივი), მიმართულება (უარყოფითი), ძალა (ძლიერი) და ამოვარდნების არქონა. აქ ასევე აღნიშნულია საძიებელი ორი სიდიდის კონტექსტი (მძღოლების ასაკი და ავარიების რაოდენობა).

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
აარჩიეთ გაბნევის დიაგრამა, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება აღწერას:
„ორ სიდიდეს შორის არის ძლიერი, დადებითი და წრფივი ასოციაცია.“
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 2
აარჩიეთ გაბნევის დიაგრამა, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება აღწერას:
„ორ სიდიდეს შორის არის საშუალოდ ძლიერი, უარყოფითი, წრფივი ასოციაცია რამდენიმე პოტენციური ამოვარდნით.“
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 3
აარჩიეთ გაბნევის დიაგრამა, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება აღწერას:
„ორ სიდიდეს შორის არის ძლიერი, უარყოფითი და არაწრფივი ასოციაცია.“
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.