If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: სტატისტიკა და ალბათობა > თემა 5

გაკვეთილი 1: გაბნევის დიაგრამების გაცნობა

კლასტერები გაბნევის დიაგრამაზე

გაიგეთ რას ნიშნავს კლასტერები გაბნევის დიაგრამაზე! 

რას ნიშნავს კლასტერები გაბნევის დიაგრამაზე?

ზოგჯერ მონაცემთა წერტილები გაბნევის დიაგრამაზე ცალკეულ ჯგუფებს ქმნიან. ასეთ ჯგუფებს კლასტერები ეწოდებათ
ინფორმაციის წყარო: სამომხმარებლო ანგარიშები, ივნისი 1986, გვ. 366-367
განიხილეთ ზემოთ მოცემული დიაგრამა, რომელზეც ასახულია ინფორმაცია 1986 წელს 16 ბრენდის ჰოთ დოგების კვებითი ღირებულების შესახებ (თითოეული წერტილი აღნიშნავს ერთ ბრენდს). წერტილები ქმნიან ორ კლასტერს, ერთს მარჯვნივ, ერთს კი - მარცხნივ.
მარცხენა კლასტერი ასახავს ბრენდებს, რომლებიც დაბალი კალორიულობითა და სოდიუმის მცირე შემცველობით გამოირჩევა.
მარჯვენა კლასტერი ასახავს ბრენდებს, რომლებიც მაღალი კალორიულობითა და სოდიუმის დიდი შემცველობით გამოირჩევა.

სავარჯიშო ამოცანები

კლასტერის ცნება რომ უკეთ გავიგოთ, მოდით, რამდენიმე სავარჯიშო გავაკეთოთ.

ამოცანა 1: კაცი და ქალი თევზები

ზრდასრული მამრი Lamprologus callipterus (თევზის სახეობა) გაცილებით დიდი ზომისაა, ვიდრე იგივე სახეობის მდედრი. ისინი დაახლოებით 13-ჯერ მეტს იწონიან. ამასთანავე, მდედრების სიგრძე 6 სანტიმეტრს აღწევს, მამრების კი - 15-ს.
ქვემოთ წარმოდგენილი დიაგრამებიდან რომელი ასახავს ზრდასრული Lamprologus callipterus-ების ზომებს?
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 2: SAT-ის ქულები

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამამთავრებელი კლასის ზოგიერთი მოსწავლე, კოლეჯში განაცხადის შეტანამდე, SAT ტესტს აბარებს. ქვემოთ მოცემულ გაბნევის დიაგრამაზე ჩანს თითოეულ შტატში იმ მოსწავლეებიდან, რომლებიც კოლეჯში სწავლის გაგრძელებას აპირებდნენ, რამდენმა პროცენტმა დაწერა SAT ტესტი 2009-2010 წლებში და ასევე ტესტის მათემატიკურ ნაწილში მიღებული საშუალო ქულა თითოეული შტატისთვის.
განათლების სტატისტიკის ნაციონალური ცენტრის მონაცემები
გვაქვს ორი კლასტერი: შტატების, სადაც გამოცდაზე დაბალი აქტივობა იყო და შტატების, სადაც გამოცდაზე მაღალი აქტივობა იყო.
რომელია ამ კლასტერების საუკეთესო ინტერპრეტაცია?
აირჩიეთ 1 პასუხი:

რატომ არსებობენ კლასტერები მონაცემთა ერთობლიობაში?

კონკრეტულ მონაცემთა ჯგუფში კლასტერების გაჩენის მიზეზი საკმაოდ რთული ასახსნელია. ამ ქვეთავში წარმოდგენილია სამი მონაცემთა ჯგუფი, სადაც რეალური სამყაროდან არის ინფორმაცია თავმოყრილი. კლასეტერების არსებობის აშკარა მიზეზი მხოლოდ იმ მონაცემთა ჯგუფში ჩანს, რომელიც თევზებს შეეხებოდა.
თუ გაქვთ თეორია, რომელიც დანარჩენ მონაცემთა ჯგუფებში კლასტერების არსებობას ახსნის, გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ კომენტარების სექციაში.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.