If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ნდობის დონის ინტეპრეტირება და ნდობის ინტერვალები

როცა ვაგებთ ნდობის ინტერვალს, მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს გამოყენებული ნდობის დონისა და მიღებული ინტერვალის ინტერპრეტირება.
ნდობის დონე გულისხმობს მეთოდის წარმატების დონეს გრძელვადიან პერიოდში, ანუ, ამ ტიპის ინტერვალში რამდენად ხშირად მოხვდება საკვლევი პარამეტრი.
ნდობის კონრეტული ინტერვალი გვაძლევს მოსალოდნელი მნიშვნელობების დიაპაზონს საკვლევი პარამეტრისთვის.
მოდით, ვნახოთ რამდენიმე მაგალითი, რომლებიც გვიჩვენებს ნდობის დონისა და ნდობის ინტერვალის ინტერპრეტირებას.

მაგალითი 1: ნდობის დონის ინტერპრეტირება

პოლიტიკური სოციოლოგი გეგმავს, შემთხვევითად შერჩეულ 500 ამომრჩეველს ჰკითხოს, უჭერენ თუ არა მხარს მოქმედ კანდიდატს. სოციოლოგი შერჩევითი ერთობლიობის შედეგებს აიღებს და შეადგენს 90%-იან ნდობის ინტერვალს იმ ამომრჩეველთა ნამდვილი წილისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ კანდიდატს.
ჩამოთვლილთაგან რომელია 90%-იანი ნდობის ინტერვალის სწორი ინტერპრეტაცია?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

მაგალითი 2: ნდობის ინტერვალის ინტერპრეტირება

ბეისბოლის მწვრთნელს აინტერესებდა მის ლიგაში მოწოდებების ნამდვილი საშუალო სიჩქარე. მწვრთნელმა ჩაიწერა თითოეული მოწოდების სიჩქარე (კილომეტრ საათებში) შემთხვევითად შერჩეული 100 მოწოდებიდან და ააგო 95%-იანი ნდობის ინტერვალი საშუალო სიჩქარისთვის. მიღებული ინტერვალი იყო (110,120).
ჩამოთვლილთაგან რომელია (110,120) ინტერვალის სწორი ინტერპრეტაცია?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

მაგალითი 3: ნდობის დონის შეცვლის გავლენა

დავუშვათ, რომ მწვრთნელი წინა მაგალითიდან წყვეტს, რომ უფრო დარწმუნებული უნდა, რომ იყოს. მწვრთნელი იმავე შერჩევითი ერთობლიობის მონაცემებს იყენებს, მაგრამ ინტერვალს ხელახლა ანგარიშობს ნდობის ინტერვალს 99%-იანი ნდობის დონის გამოყენებით.
როგორ გავლენას მოახდენს ნდობის დონის 95%-იდან 99%-მდე გაზრდა ნდობის ინტერვალზე?
აირჩიეთ 1 პასუხი:

თავად სცადეთ

აქ არის სიმულაცია, რომელიც ამ ცნებების გამოკლვევაში გეხმარებათ. როცა აჭერთ „შეადგინე შერჩევით ერთობლიობას“, იგი ნაჩვენები მთლიანი ერთობლიობიდან იღებს შერჩევით ერთობლიობას, ითვლის მის საშუალოს და აგებს ნდობის ინტერვალს შერჩევითი ერთობლიობის მონაცემებზე დაყრდნობით. დააჭირეთ „შეადგინე შერჩევით ერთობლიობას“ რამდენიმეჯერ (ან ბევრჯერ). შენიშნეთ, რომ ზოგი ინტერვალი შეიცავს მთლიანი ერთობლიობის μ საშუალოს, ზოგი კი - არა.
სცადეთ ნდობის დონის შეცვლა, შეადგინეთ ბევრი შერჩევითი ერთობლიობა და ყურადღება მიაქციეთ „მოხვედრის პროცენტს“—ეს გვიჩვენებს, ინტერვალების რამდენ პროცენტშია მოქცეული მთლიანი ერთობლიობის μ საშუალო. დააჭირეთ „განახლებას“, რომ ხელახლა სცადოთ განსხვავებული ნდობის დონით. ახლა რას ამჩნევთ „მოხვედრების პროცენტში“? სცადეთ შერჩევითი ერთობლიობის მხოლოდ ზომის შეცვლა, რომ ნახოთ, რა გავლენა აქვს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.