If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სტატისტიკა და ალბათობა

კურსი: სტატისტიკა და ალბათობა > თემა 1

გაკვეთილი 1: ერთკატეგორიანი ცვლადის ანალიზი

სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: წიგნები

სალი განმარტავს სვეტოვან დიაგრამას. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ელის აინტერესებდა, თავისი სკოლის ბიბლიოთეკის წიგნებიდან, რამდენი ეხებოდა მის საყვარელ საკითხებს. მან გამოიკვლია ბიბლიოთეკის ონლაინ კატალოგი და შედეგები გრაფიკულად ასახა. აი აქ, არის მოცემული თუ რას ეხება წიგნები და აქ არის რაოდენობა. ანუ, რამდენი წიგნი ეხება, დინოზავრებს, რამდენი მწერებს და ასე შემდეგ. რამდენით მეტი წიგნია მეკობრეებზე ვიდრე მწერებზე? და მოდით, ვნახოთ. მეკობრეებზე, ანუ „პირატებზე“ არის 300 წიგნი. ხოლო, მწერებზე არის 240. ესე იგი, 300 მინუს 240 იქნება ჩვენი კითხვის პასუხი. ანუ 60. ესე იგი, 60 წიგნით მეტი ეხება „პირატებს“, ვიდრე მწერებს. შემდეგი. ლეკვების წვეულების ცენტრმა გრაფიკულად ასახა, თუ რამდენი ძაღლი სტუმრობდა მათ კვირის ყოველ დღეს. კარგი. ესე იგი, ორშაბათი სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. ანუ, კვირის დღეები არის მოცემული. რომელ ორ დღეს მოვიდა, ძაღლების თანაბარი რაოდენობა ლეკვების წვეულების ცენტრში? ეს დღეები, არის ორშაბათი და ოთხშაბათი. ძალიან მარტივად ჩანს. ორივე სვეტი, შეესაბამება, 80-ს შესაბამის ხაზს. ანუ ორივე აჩვენებს 80-სს. დანარჩენ დღეებში, სხვადასხვა რაოდენობა. ორშაბათი და ოთხშაბათი უნდა მოვნიშნოთ და ეს იქნება ნამდვილად სწორი პასუხი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის დახმარებით)