If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: პრეალგებრა > თემა 8

გაკვეთილი 8: ამოცანები პროცენტებზე

ამოცანა პროცენტზე: პინგვინები

ამ მაგალითში მოცემული გაქვთ პროცენტი და მოგეთხოვებათ ამ პროცენტით წარმოდგენილი მთელი რიცხვის პოვნა. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ზოოპარკს ჰყავს 15 იმპერატორი პინგვინი, რომლებიც ზოოპარკში პინგვინების მთელი რიცხვის 30% შეადგენენ. რამდენი პინგვინი ცხოვრობს ზოოპარკში? დაუშვათ X უდრის ზოოპარქში მყოფი პინგვინების მთელ რიცხვს. გვეუბნებიან, რომ ამ რიცხვის 30% არიან იმპერატორი პინგვინები, რომლებიც სულ 15 ცალია. გვეუბნებიან თუ ავიღებთ 30%, X-ის 30% უდრის 15-ს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 30%-ის დაწერის მაგივრად, შეგვეძლო მეათედებში დაგვეწერა, როგორც X-ის 0,30. ასე რომ 0,30-ჯერ X უდრის 15-ს. ეს რომ ამოვხსნათ, ორივე მხარე უნდა გავყოთ 0,30-ზე. ასეც გავაკეთოთ. X უდრის 15 გაყოფილი 0,30-ზე. გავიხსენოთ არითმეტიკა და გამოვთვალოთ. როგორ გავყოთ 15 0,30-ზე? გავიხსენოთ ათწილადების გაყოფა. გავამრავლოთ ორივე რიცხვი 100-ზე. აუცილებელია ორივეს 100-ზე გამრავლება, მხოლოდ ერთის გამრავლება არ შეიძლება, რადგანაც არასწორ პასუხს მიიღებ. მაგრამ თუ ორივე მათგანს გაამრავლებ ასზე, ამ მეათედის ნიშანს ორი ადგილით გადაადგილებ და ეს რიცხვი გახდება 30 შემდეგ ორი ადგილით გაადაადგილებ ამ მეათედის ნიშანს და მიიღებ 1500-ს. ამ გამრავლებას ის ფაქტი უდევს საფუძვლად, რომ რამდენჯერაც 30 ეტევა 1500ში, იმდენჯერვე 0,30 მოათავსდებოდა 15-ში. მოდით ამაზე დავფიქრდეთ. აქ დავწერ.. ჯერ გვაქვს ცარიელი ადგილი. 1500 გაყოფილი 30-ზე... ჩვენ უბრალოდ ორით გადავაადგილეთ მარჯვნივ მეათედის ნიშანი. ან, რაც აბსოლუტურად იგივეს ნიშნავს, გავამრავლეთ მრიცხველი და მნიშვნელი 100-ზე. რასაც წილადის მნიშვნელობა არ შეუცვლია. ამგვარად 30 თავსდება --- მოდით ვნახოთ --- ის არ თავსდება ერთში. არ თავსდება 15-ში. ის თავსდება 150-ში. ის თავსდება 150-ში ხუთჯერ. 5 X 30 = 150. გამოვაკლოთ, ვიღებთ ნულს. შემდეგ, აქ დაგვრჩა ნული, გადმოვიტანოთ პასუხში. ასე რომ, 30 თავსდება 1500-ში 50-ჯერ. ამგვარად, ეს გამოსახულება უდრის 50-ს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. გაამრავლეთ 0,30 X 50-ზე და მიიღებთ 15-ს. არსებობს ამის გაკეთების სხვა გზაც. შეგიძლიათ თქვათ, იმპერატორი პინგვინების რაოდენობა, შეფარდებული ზოოპარკში პინგვინების საერთო რაოდენობასთან ანუ, 15 შეფარდებული ზოოპარკში პინგვინების მთლიან რიცხვთან, არის 30%-ის ტოლი. პროცენტი ნიშნავს 30 მეასედს. ის უდრის ყოველი 100-დან 30-ს. ამის ამოხსნა ახლავე შეგვიძლია. ამის გაკეთების ყველაზე მარტივი გზაა, უბრალოდ თქვათ: 30-დან 15 რომ მივიღოთ, ორზე უნდა გავყოთ, თუ მარჯვნიდან მარცხნივ მიდიხართ. მოდით აქვე გავყოთ ორზე. ამგვარად X 50-ის ტოლი გამოდის. 15/50-ზე იგივე იქნება, რაც 30/100. ასე, რომ პინგვინების საერთო რაოდენობა ყოფილა 50.