If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: პრეალგებრა > თემა 8

გაკვეთილი 8: ამოცანები პროცენტებზე

ამოცანა პროცენტზე: ქილების გადამუშავება

ყოველთვის კარგია გარდაქმნებზე ამოცანების ვარჯიში, მაგრამ რას იტყვით პროცენტების შესახებ ჩვენი ცოდნა ცხოვრებისეული პრობლემების, მაგალითად, გადამუშავების გადასაჭრელად? მინიშნება: არ დაგავიწყდეთ გრძელი გაყოფის გამოყენება! შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი 20 ქილიდან 13 გადამუშავდება. ქილების რა პროცენტი გადამუშავდება? ესე იგი, ყოველი 20-იდან 13 გადამუშავდება. ცამეტი მეოცედი, ან 13 შეფარდებული 20-თან. ამას შეგვიძლია შევხედოთ, როგორც 13 გაყოფილი 20-ზე ანუ ცამეტი მეოცედი. ამას თუ გავაკეთებთ, ათწილადს მივიღებთ. საკმაოდ ადვილია ათწილადის გადაყვანა პროცენტებში. 13 გაყოფილი 20-ზე. ამ შემთხვევაში, მცირე რიცხვს ვყოფთ დიდ რიცხვზე. ამიტომ პასუხი ერთზე ნაკლები იქნება. რადგან მნიშვნელობა ერთზე ნაკლები იქნება, აქ ათწილადის წერტლი დავსვათ. და დავწეროთ ნულები. -- იმდენი ნული, რამდენიც დაგვჭირდება შეიძლება ვთქვათ, ჰეი, შეხედეთ 20 ეტევა 13-ში ნულჯერ. ნულჯერ ოცი არის ნული. 13 გამოკლებული ნული არის 13. ჩამოვიტანოთ ნული. 20 ეტევა 130-ში -- ვნახოთ, ეტევა -- ხუთჯერ 20 არის 100. ექვსჯერ 20 არის 120. ჩაეტევა ექვსჯერ -- ექვსჯერ 20 არის 120. გამოვაკლოთ. ვიღებთ ათს. ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნული. 20 ეტევა 100-ში ხუთჯერ. ხუთჯერ 20 არის 100. მოვრჩით. ათწილადებში ეს უდრის 0.65-ს. ათწილადის სახით არის 0.65, თუ გინდათ ამის პროცენტებში გადაყვანა. ეს რიცხვი 100–ზე უნდა გავამრავლოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათწილადის წერტილი გადაგვაქვს ორი ადგილით მარჯვნივ. ეს უდრის 65 პროცენტს. სხვა გზით რომ გაგვეკეთებინა. შეიძლება გეთქვათ, პროცენტი პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს, მეასედს. ცამეტი ოციდან უდრის რას -- რამდენ მეასედს უდრის? იმისათვის, რომ 20-იდან 100-ზე ავიდეთ -- (დაივიწყეთ მნიშვნელი) 20-იდან 100-მდე რომ ავიდეთ, უნდა გავამრავლოთ ხუთზე. გავამრავლოთ მრიცხველი ხუთზე. 13-ჯერ ხუთი -- ვნახოთ. ეს არის 15-ს მიმატებული 50, რაც უდრის 65-ს. ეს იქნებოდა ამოხსნის უფრო სწრაფი გზა, განსაკუთრებით თუ შეამჩნევთ, რომ 20-იდან 100-მდე ასვლა მარტივია. 20-ს ვამრავლებთ ხუთზე. იგივეს ვაკეთებთ 13-თან. და ვიღებთ 65-ს შეფარდებულს 100-თან. ეს იგივეა, რაც 65 პროცენტი. პროცენტის სიმბოლო დავწეროთ. 65 პროცენტი. შეგახსენებთ, რომ პროცენტი ნიშნავს "ასიდან" 65 ასიდან. 65 პროცენტი