If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მთელი რიცხვის პროცენტი

რამდენიმე განსხვავებული გზა არსებობს ისეთი ამოცანების ამოსახსნელად, რომლებიც ეხება პროცენტებს, ათწილადებსა და წილადებს. უყურეთ, როგორ პოულობს სალი მთელი რიცხვის პროცენტს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ, გამოვთვლით თუ არა, რა არის (რას უდრის) ექვსის 30 პროცენტი. რამდენია ექვსის 30 პროცენტი. 30 პროცენტზე, შეგვიძლია, ასე შევხედოთ. 30 პროცენტს შეგვიძლია, ასე შევხედოთ – ეს არის 30 100-დან. ანუ, ყოველი 100-დან 30-ის აღება. 30 შეფარდებული 100-თან. ეს ნიშნავს 30 პროცენტს. და ჩვენ გავამრავლებთ ამას ექვსზე. ანუ. ჩვენ გვაინტერესებს, ექვსის ოცდაათი მეასედი რამდენია. ოცდაათი მეასედი იგივეა, რაც ნული მთელი სამი, ხომ? ნული მთელი ოცდაათი გამრავლებული ექვსზე. ესე იგი, შეგვიძლია, ეს ორი ამოვხსნათ და, ცხადია, ნახავთ, რომ იგივე პასუხს მიიღებთ ორივე შემთხვევაში. თუ ამ გამრავლებას შევასრულებთ, 30-ჯერ ექვსი უნდა გავყოთ შემდეგ 100-ზე. ეს იქნება რისი ტოლი? ექვსი მეერთედი არის, იგივე. 180 გაყოფილი 100-ზე, ხომ? 180 გაყოფილი 100-ზე. და თუ გავამარტივებთ, ნუ, ნულები წავა. მნიშვნელსაც და მრიცხველსაც რომ გავყოფთ ათზე. და კიდევ შეგვიძლია, ეს გავამარტივოთ თუ გავყოფთ ამას ორზე. ზემოთ გვექნება ცხრა და ქვემოთ გვექნება ხუთი. ესე იგი, ცხრა მეხუთედი მივიღეთ. ანუ, ეს რა არის? ეს არის ერთი მთელი ოთხი მეხუთედი. მივიღეთ, რომ ექვსის 30 პროცენტი ყოფილა ერთი მთელი ოთხი მეხუთედი. ოთხი მეხუთედი რამდენია? ნული მთელი რვა, ხომ? იმიტომ, რომ ოთხი მეხუთედი არის რვა მეათედი. რვა მეათედი არის ნული მთელი რვა მეათედი. მოდი, გავყოთ ოთხი ხუთზე. მაინც გაჩვენებთ კარგად. ოთხში მოთავსდება ნულ ჯერ. ესე იგი, დავწეროთ ნულ ჯერ ხუთი ქვემოთ. ან პირდაპირ გავაგრძელოთ, მოდი. რვაჯერ მოთავსდება 40-ში. 40-ს მინუს 40 არის ნული. ესე იგი, ნული მთელი რვა თურმე ყოფილა ოთხი გაყოფილი ხუთზე. ანუ, ეს შეგვიძლია გადავწეროთ, როგორც „ერთს პლუს ნული მთელი რვა“. ანუ, ერთი მთელი რვა მეათედი. ათწილადის სახით. რასაც ისედაც მივიღებდით, ცხრას თუ გავყოფდით ხუთზე. მივიღებდით ერთ მთელ რვას. კარგი, ეხლა გავყვეთ. ესე იგი, ერთი მთელი რვის ტოლი ყოფილა ეს. მოდი, დავადასტუროთ აქედანაც. ნული მთელი 30 თუ გავამრავლეთ ექვსზე, რას მივიღებთ? მივიღებთ ნული მთელი სამი (იგივეა, რაც ნული მთელი ოცდაათი, ნულს მოვაშორებთ, უბრალოდ) გამრავლებული ექვსზე, ხომ? გამრავლებას ჩვეულებრივად შევასრულებთ და მძიმეებზე მერე ვიფიქრებთ. გამრავლებული არის 18. ანუ, სამჯერ ექვსი 18-ის ტოლია, ცხადია. მაგრამ მამრავლში გვაქვს მძიმის შემდეგ ერთი ციფრი. ამიტომ, პასუხში მძიმის შემდეგ ერთი ციფრი უნდა გვქონდეს. და გამოდის, რომ მივიღეთ, ისევ და ისევ, ერთი მთელი რვა მეათედი. ესე იგი, ნებისმიერი გზით, რომლითაც არ უნდა გამოვიანგარიშოთ, (მთავარია, სწორად გამოვიანგარიშოთ) ექვსის 30 პროცენტი ტოლი ყოფილა ერთი მთელი რვა მეათედის. (სუბტიტრები შექმნილია ნიკა ხარშილაძის დახმარებით)