If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

უარყოფითი რიცხვების გამოკლების მიმოხილვა

განიხილეთ უარყოფითი რიცხვების გამოკლების საფუძვლები და ივარჯიშეთ ამოცანების ამოხსნაში.

უარყოფითი რიცხვების გამოკლება

რიცხვის გამოკლება იგივე ამ რიცხვის მოპირდაპირეს მიმატებაა.
მოდით, ვნახოთ ორი მაგალითი:
57=5+(7)
10(3)=10+3
მინიშნება: ორივე მაგალითში გამოკლება მიმატებით შევცვალეთ და მეორე რიცხვის ნიშანი – მოპირდაპირეთი.
გაინტერესებთ, რატომ ამართლებს ეს მეთოდი? ნახეთ ეს ვიდეო.
როცა შეკრების ამოცანას მივიღებთ, შეგვიძლია, ამოვხსნათ.

მაგალითი 1: უარყოფითს უარყოფითი

მოდით, გამოვაკლოთ 5(6).
ნაბიჯი 1: ჩაწერეთ შეკრების ამოცანის სახით
5(6)=5+6
ნაბიჯი 2: დაიწყეთ პირველი რიცხვით, ამ შემთხვევაში 5-ით:
ნაბიჯი 2: გადაინაცვლეთ 6-ით მარჯვნივ. 6ით მარჯვნივ იმიტომ გადავდივართ, რომ დადებითი 6-ის მიმატებისას ჩვენი რიცხვი 6-ით იზრდება.
5+6 რიცხვით ღერძზე გვაძლევს 1–ს.
5(6)=1

მაგალითი 2: უარყოფითს დადებითი

მოდით, გამოვაკლოთ 47.
ნაბიჯი 1: ჩაწერეთ შეკრების ამოცანის სახით
47=4+(7)
ნაბიჯი 2: დაიწყეთ პირველი რიცხვით, ამ შემთხვევაში 4-ით:
ნაბიჯი 3: გადაინაცვლეთ 7-ით მარცხნივ. 7-ით მარცხნივ იმიტომ გადავდივართ, რომ უარყოფითი 7-ის მიმატებისას ჩვენი რიცხვი 7-ით იკლებს.
4+(7) რიცხვით ღერძზე გვაძლევს 11–ს.
47=11
გინდათ, მეტი ისწავლოთ უარყოფითი რიცხვების გამოკლების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
გამოაკელით.
8(2)=
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, მეტი უარყოფითი რიცხვების გამოკლების ამოცანები სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.