If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: პრეალგებრა > თემა 7

გაკვეთილი 9: საკოორდინატო სიბრტყე

წერტილის აღნიშვნა რიცხვით ღერძზე (საკოორდინატო წყვილი)

წყვილები გადაგვაქვს საკოორდინატო სიბრტყის x (ჰორიზონტალურ) და y (ვერტიკალურ) ღერძებზე. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

აღვნიშნოთ წერტილი (6, -8) საკოორდინატო სიბრტყეზე. ეს არის საკოორდინატო სიბრტყე: ეს არის ჰორიზონტალური ღერძი ანუ x-ღერძი. ვერტიკალური ღერძი ანუ y-ღერძი არის აქ. და როცა გვაქვს ამის მსგავსი კოორდინატთა წყვილი პირველი კოორდინატი არის x და მეორე კოორდინატია y. გვეუბნებიან, რომ x კოორდინატი ექვსია. ეს ნიშნავს, რომ უნდა გადავთვალოთ ექვსი x-ღერძზე. მოდით გადავთვალოთ ერთი, შემიძლია კიდეც დავწერო ერთი. შემდეგ გვექნება ორი აი აქ. შემდეგ 3, 4, 5 და შემდეგ მივედით ექვსთან x ღერძზე. დავიწყეთ საწყისი წერტილიდან (0,0)-დან, ეს არის დასაწყისი. შემდეგ გადავედით ექვსით მარჯვნივ, ეს არის ნაწილი, რომელიც შედის (6,8)-ში. ახლა კი y-ის კოორდინატია მინუს რვა. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩავიდეთ რვით ქვემოთ ვერტიკალური მიმართულებით. შეგვიძლია ვნახოთ აი აქ, ყოველ მეორე ერთეულს მოვნიშნავ. ეს არის ერთით ქვემოთ, ეს არის მინუს ორი ეს -3, ანუ -4 აქ არის. -5, -6, -7, -8. ანუ გადავედით მარჯვნივ ექვსით და რვით ქვემოთ. გადავედით მარჯვნივ ექვსით და ქვემოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8-ით. და მოვედით აქ. ეს არის წერტილი (6, -8). ასეც შეგიძლიათ იმოძრაოთ. გადადიხართ ექვსით აქ. ვიქნებით ამ ხაზის გასწვრივ და შემდეგ შეგიძლიათ გაყვეთ და y-კოორდინატია მინუს რვა ვიქნებით ამ ხაზის გასწვრივ. ადგილი, სადაც ისინი იკვეთებიან ეს კოორდინატია. სხვანაირად რომ გავაკეთოთ, გადავიდეთ ექვსით მარჯვნივ, ვიმოძრაოთ ამ x-ღერძის გასწვრივ და შემდეგ y-ღერძის გასწვრივ ჩადით რვით ქვემოთ.