If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის ფართობი და კვადრატული ერთეულები

მართკუთხედების ფართობი

ვიდეოს აღწერა

აქ გვაქვს ორი ფიგურა და გვინდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამხელა ადგილს იკავებენ ისინი ეკრანზე. ზოგადად, ცნებას, თუ რამხელა ადგილს იკავებს ნივთი ზედაპირზე ეწოდება ფართობი. დავწეროთ: „ეწოდება ფართობი“. როცა ვუყურებთ ახლა, კარგად ჩანს, რომ იასამნისფერი ფიგურა უფრო მეტ ადგილს იკავებს ეკრანზე ვიდრე ლურჯი ფიგურა. ვიდრე ეს. ლურჯი ფიგურა. მაგრამ, როგორ გავზომოთ ეს? ანუ, საიდან უნდა გავიგოთ, თუ რამდენით მეტ ადგილს იკავებს ეს იასამნისფერი ფიგურა ლურჯთან შედარებით? ამის ერთ-ერთი გზა არის ფართობის დასათვლელი ერთეულის განსაზღვრა. მაგალითად, შეგვიძლია შევქმნათ ასეთი კვადრატი. აი, ეს კვადრატი. შეიძლება იყოს ასეთი ერთეული. მისი სიგანე იქნება ერთი ერთეული და მისი სიმაღლეც იქნება ერთი ერთეული. სიმაღლეც იქნება ერთი ერთეული. მას შეგვიძლია დავარქვათ „ერთეულოვანი კვადრატი“. „ერთეულოვანი კვადრატი“. ფიგურის ფართობის განსაზღვრა შეიძლება იმის დადგენით, თუ რამდენი ერთეულოვანი კვადრატით შეგვიძლია მისი დაფარვა ისე, რომ საზღვრებს არ გადავცდეთ და ეს კვადრატებმა ერთმანეთი არ გადაფარონ. და ამით მივიღებთ მისი ფართობის ზომას. მოდით, დავიწყოთ ახლა ლურჯი ფიგურით. შეგვიძლია ჩავსვათ 1, 2, 3, 4 და 5. შეგვიძლია ჩავსვათ ხუთი ერთეულოვანი კვადრატი. მოდით, დავწეროთ. დავწეროთ: „გვაქვს 1, 2, 3, 4, 5 — ხუთი ერთეულოვანი კვადრატი.“ შეგვიძლია დავხატოთ, მოდით, საზღვრებიც, რომ კარგად გამოჩნდეს, რომ არ კვეთენ ეს კვადრატები ერთმანეთს. გვაქვს ხუთი ერთეულოვანი კვადრატი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფიგურას გააჩნია ფართობი. ფართობი უდრის ხუთს. შეგვიძლია ვთქვათ ხუთ ერთეულოვან კვადრატს. უფრო ხშირად იყენებენ ხუთ „კვადრატულ ერთეულს“. აი, ამის ფართობი არის ხუთი კვადრატული ერთეული. ხუთი კვადრატული ერთეული. ეს არის მისი ფართობი. მოდით, იგივე გავაკეთოთ იასამნისფერი ფიგურისთვისაც. ამ იასამნისფერ ფიგურაში შეგვიძლია ჩავსვათ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. შეგვიძლია ჩავსვათ ათი ერთეულოვანი კვადრატი. ისე, რომ მათ ერთმანეთი არ გადაფარონ. შეგვიძლია ათის დატევა. მოდით, დავხატოთ საზღვარი მათ შორის. რომ კარგად ჩანდეს, რომ ისინი ერთმანეთს არ კვეთენ. ასეთი იყოს საზღვარი ერთეულოვან კვადრატებს შორის. დავთვალოთ ახლა. გვექნება 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10 ერთეულოვანი კვადრატი. მოდით, აქაც ეს საზღვრები შავად გავაკეთოთ, რომ არ დაიბნეთ. აქაც გვქონდეს ასეთი შავი საზღვრები. ესე იგი, აქ ფართობი გვექნება ათი კვადრატული ერთეულის ტოლი. ათი კვადრატული ერთეული. ესე იგი, შეგექმნათ წარმოდგენა, თუ რამდენ ადგილს იკავებს ნივთი ზედაპირზე. ისედაც ჩანს, რომ ეს პირველი იასამნისფერი იკავებს უფრო დიდ ადგილს, ვიდრე ლურჯი. თუმცა, ახლა შეგიძლიათ გაზომოთ. შეგიძლიათ განსაზღვროთ ერთეულოვანი კვადრატი. ამ შემთხვევაში ჩანს, ერთი ერთეული არის ერთ ერთეულზე. მერე, შემდეგ იქნება ერთი სანტიმეტრი ერთ სანტიმეტრზე. იქნება ან ერთი მეტრი ერთ მეტრზე. შეიძლება იყოს ფუტი ერთ ფუტზე. და შეგეძლებათ ამის გამოყენება, და ნახვა ზუსტად რა ზომის არის, რა ზომის ადგილს იკავებენ ეს ფიგურები. აქ გვაქვს ხუთი კვადრატული ერთეული, აქ — ათი კვადრატული ერთეული. შეგიძლიათ თქვათ, რომ ამისი ფართობი არის ორჯერ მეტი, ვიდრე ამისი ფართობი. ეს არის 10 კვადრატული ერთეული და ლურჯ ფიგურას აქვს ორჯერ ნაკლები, ანუ ხუთი კვადრატული ერთეული. (სუბტიტრები შექმნილია ამინ ალაზოვის დახმარებით)