იტვირთება

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მინდა ვიფიქრო ყველა განსხვავებულ გზაზე, რომლითაც შეგვიძლია გამოვსახოთ მონაცემები. მოკლედ, აი აქ, გვაქვს სია, -- ეს არის მონაცემების აღნიშვნის ერთ-ერთი ფორმა -- სტუდენტების ქულების სია, ბოლო ტესტისთვის. ემის აქვს 90 პროცენტი სწორი. ბილის აქვს 95 პროცენტი სწორი. კემს აქვს 100 პროცენტი სწორი. ეფრასაც აქვს 100 პროცენტი სწორი. და ფარას აქვს 80 პროცენტი სწორი. ეს არის ერთი გზა, რომ გამოვსახოთ მონაცემები. დაიმახსოვრეთ. მონაცემები არის ჩაწერილი ინფორმაცია. ის შეიძლება იყოს რიცხობრივი, როგორც ეს. ის შეიძლება იყოს რაოდენობრივი ანუ იწერთ არსებულ რიცხვებს ან შეიძლება ეს რაიმე საგანი იყოს, მაგალითად ჩაიწეროთ, როგორ მოეწონათ ტესტი. მათ შეეძლოთ შეეფასებინათ, მაგალითად, ძალიან მომეწონა, მგონი მომეწონა, არ მომეწონა ან შეეძლოთ შეეფასებინათ ნოლიდან ხუთ ბალიანი სისტემით, რაც იქნებოდა ციფრები, მაგრამ, ციფრები, რომლებიც აფასებდნენ ხალხის აზრს, ამის საპირისპიროდ, აქ გვაქვს რიცხვები, რომლებიც აფასებენ მათ ქულებს. არსებობს ყველანაირი სახის მონაცემები და არ მინდა ყველას შევეხო. დავიწყოთ ფიქრი, როგორ გამოვსახოთ, სხვადასხვა გზით, ეს მონაცემები. ეს არის ერთი გზა. შეგიძლია აღიქვა, როგორც ცხრილი, სადაც გაქვთ სახელი და გაქვთ ქულა. გაქვთ სახელის სვეტი და გაქვთ ქულების სვეტი. შემიძლია დავხაზო, როგორც ცხრილი, აშკარად, ეს გავს ცხრილს. ეს არის ერთი გზა. ეს არის ყველაზე გავრცელებული გზა მონაცემების გამოსახვისთვის. ასე იწერენ მონაცემებს ტრადიციული მონაცემთა ბაზაში, ასეთი ცხრილების სახით. მაგრამ, სხვა გზაც არის ამის გასაკეთებლად. შეგიძლიათ ჩაწეროთ ეს როგორც... უმეტესად უწოდებენ სვეტოვან დიაგრამას ან ზოგჯერ, ჰისტოგრამას. შეგიძლიათ, ჩასვათ ქულები ვერტიკალურ ღერძზე და სახელები დავწეროთ, აი აქ. მოდი ვნახოთ, ქულები ეს იყოს 50. მოდით, დავნიშნავ. ეს არის 10, 20, 30 -- ზედმეტად დიდია-- 10, 20, 30, 40, 50 60, 70, 80, 90 და შემდეგ, ეს არის 100. 1, 2, 3, 4, 5, აი აქ, ეს იქნება 50 და ახლა, მივყვეთ სათითაოდ. ემიმ მიიღო 90 ქულა გამოცდაზე, ამიტომ, სვეტი ავა 90-ამდე ეს არის ემი, შემდეგ გვაქვს ბილი მან მიიღო 95, ამიტომ ეს იქნება 90-სა და 100-ს შორის, აი ზუსტად აქ. ბილმა მიიღო 95 და ასე გამოიყურება. ბილი, ეს არის ბილი და შემდეგ გვაქვს კემი, რომელმაც 100 მიიღო გამოცდაზე. -- ხელით ვხატავ, ამიტომ არ არის ისეთი ზუსტი, როგორსაც კომპიუტერით დავხატავდი-- ეს არის კემის ქულა. ეფრამ მიიღო იგივე ქულა, რაც კემმა, ამიტომ მისი ქულა იქნება --ავიღო ეფრას ფერი-- ეს არის ეფრას ქულა, აი აქ. მანაც 100 მიიღო. აი ეფრაც, და ბოლოს, ფარამ მიიღო 80. 60, 70, 80, მოკლედ, ფარამ მიიღო 80 ეს არის ფარას ქულა. ეს არის მონაცემთა გამოსახვის მეორე გზა. აქ ჩვენ ვხედავთ ვიზუალურ ფორმას, მაგრამ გვიჩვენებს იგივე ინფორმაციას. შეგიძლიათ, იპოვოთ ვინმეს სახელი და გაიგოთ მისი ქულა. ემიმ მიიღო 90, ბილმა 95, კემმა 100, ეფრამაც 100 მიიღო, ფარამ მიიღო 80 ქულა. კიდევ არსებობს გზები, რომ გამოსახო ეს ინფორმაცია. ზოგჯერ, შეიძლება არ იცოდე მათი სახელები, მაშინ ნაკლები ინფორმაცია იქნება, მაგალითად მხოლოდ ქულების სია. პროფესორმა უნდა თქვას: "აქ არის 5 ქულა, რაც გამოცდაზე მიიღეს." და ჩამოთვლის 90, 95, 100, 100 და 80. ეს რომ იყოს სია, მხოლოდ ეს ინფორმაცია რომ გქონდეს, ეს იქნება ნაკლები ინფორმაცია, ვიდრე მონაცემები, რომლებიც ამ სვეტოვან დიაგრამაში თუ ამ ჰისტოგრამაშია, ან მონაცემები, რომლებიც მოცემულია ამ ცხრილში, აი აქ, რადგან აქ არა მხოლოდ ქულა ვიცით, არამედ ვიცით, ვინ რა ქულა მიიღო. აქ, ვიცით მხოლოდ ქულების სია, მაგრამ კიდევ არსებობს სხვა გზები. ეს ვიდეო არ არის ამომწურავი, რომელიც გაჩვენებთ ყველა გზას, რომლითაც შეგიძლიათ მონაცემები გამოსახოთ. მონაცემების გამოსახვა, ასევე შეგიძლიათ, ქულების სიხშირით. მოკლედ, ქულების სიხშირე, აი აქ... ადამიანების დაწერის ნაცვლად, შეგიძლიათ, დაწეროთ ქულები. ვნახოთ, შეგიძლიათ თქვათ, ეს არის 80, 85, 90, 95 და 100. შემდეგ, შეგიძლიათ დაწეროთ სიხშირე, რაც მიიღეს ადამიანებმა. მოკლედ, რამდენჯერ მიიღეს 80 ქულა? ფარა არის ერთადერთი ადამიანი 80 ქულით. დასვამთ ერთ საწყის წერტილს აქ. 85 არავის აუღია, ერთმა მიიღო 90. დასვამთ საწყის წერტილს აქ. ერთმა ადამიანმა მიიღო 95, ამიტომ, დასვამთ საწყის წერტილს აქ. ორმა ადამიანმა მიიღო 100. ეს არის 1 და 2. ვნახოთ, მეორე 100, სხვა ფერით გავაკეთებ. თქვენთვის არ არის აუცილებელი სხვადასხვა ფერით თუ არ გააკეთებთ. ეს არის კიდევ ერთი გზა გამოსახვისთვის. ეს ღერძი, შეგიძლიათ რიცხვად წარმოიდგინოთ. ეს გეუბნებათ, რამდენი არის 80. რამდენი 90-ია, რამდენი 95 და რამდენი 100. მოკლედ, ამას აქვს იგივე მონაცემები, რაც ამ რიცხვების სიას. ეს არის ჩაწირს სხვა ხერხი. როცა თქვენი მონაცემები დალაგებული გაქვთ ნებისმიერი სახით, შეგვიძლია დავსვათ საინტერესო კითხვები. შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ, მაგალითად, რა არის მონაცემების ზღვარი? ზღვარი არის ნაწილი ყველაზე დაბალსა და ყველაზე მაღალ წერტილს შორის. ზღვარი ამ მონაცემებში იქნება სხვაობა უმაღლეს ქულასა და -- უამღლესი ქულა არის 100 -- და უმცირეს ქულას შორის. ზღვარი იქნება მაქსიმუმს გამოკლებული მინიმუმი, მაქსიმუმ ქულას გამოკლებული მინიმუმ ქულა. მოკლედ, ეს იქნება ასს გამოკელბული 80, ტოლია ოცის. ეს ბევრ რამეს ხსნის, წარმოდგენას გიქმნით "გავრცელებაზე". ასევე, შეგიძლიათ საკუთარ თავს კითხოთ, რამდენმა ადამიანმა მიიღო ას ქულაზე ნაკლები? ეს საინტერესო შეკითხვაა. ასზე დაბალი... შეგიძლიათ უპასუხოთ ამ კითხვას, ორივე კითხვას შეგიძლიათ უპასუხოთ, ნებისმიერი გზით ჩაწერილი მონაცემების მიხედვით. ამბობთ, რამდენმა მიიღო ასზე დაბალი ქულა? 1, 2, 3. რამდენმა მიიღო ასზე დაბალი ქულა? 100 არის აქ, ზემოთ, ამიტომ, ეს იქნება 1, 2, 3. რამდენმა მიიღო ასზე დაბალი ქულა? 1, 2, 3. რამდენმა მიიღო ასზე დაბალი ქულა? 1, 2, 3. ნებისმიერი გზით მიიღებთ სამს. საკუთარ თავს ასევე შეგიძლია კითხო, რა არის ყველაზე ხშირი ქულა? ყველაზე ხშირი. ვიმეორებ, ამ კითხვას შეგიძლიათ უპასუხოთ ნებისმიერი გზით გამოსახული მონაცემების მიხედვით. შეგიძლიათ, შეხედოთ ჩვენს თავდაპირველ ცხრილს და იტყვით, აქ არის მხოლოდ ერთი 90, ერთი 95, ერთი 90 და აქ არის ორი 100. ამიტომ, იტყვით, რომ ყველაზე ხშირი ქულა არის 100. ამას აქაც ნახავთ. გაქვთ ორი 100. ყველა სხვა ქულა მხოლოდ ერთია. აი აქაც ხედავ ორ ასს. ყველაზე ნათლად ალბათ აქ არის, როცა სიხშირეს ვეძებთ. ზოგჯერ ამას უწოდებენ სიხშირის დიაგრამას. ხედავთ აქ, ყველაზე ხშირი არის ის, რომელსაც ყველაზე მეტი წერტილი აქვს რომელიც არის 100. მოკლედ, ეს არის ძალიან მაღალი დონის მიმოხილვა, თუ როგორ შეგიძლიათ იპოვოთ მონაცემები და გამოსახოთ ისინი სხვადასხვა სახით. ყველაზე მეტად მინდა აქედან გაიგოთ, რომ ყველა ეს განსხვავებული გზა არის ერთიდაიგივე მონაცემების გამოსახვის საშუალება. სავარაუდოდ, შეგვიძლია სხვა გზით გამოსახვის საშუალებაც მოვიგონოთ.