იტვირთება

ვიდეოს აღწერა

ვთქვათ, გვაქვს მაგიდები, რომელთა მოკლე ბოლოებში მხოლოდ თითო ადამიანი ეტევა. აქ ერთი ადამიანი დაეტევა, აქ კი - მეორე. -- წარმოიდგინეთ, რომ მაგიდას ზემოდან უყურებთ -- ესე იგი, შეგვიძლია, თითო ბოლოში თითო ადამიანის დასმა. უფრო გრძელ ბოლოებზე კი ეტევა ორ-ორი ადამიანი. -- უფრო გრძელ გვერდზე ორი ადამიანი ეტევა -- ესე იგი, ერთ მაგიდაზე შეიძლება, დაეტიოს 1, 2, 3, 4, 5, 6 ადამიანი. -- ეტევა ექვსი ადამიანი -- ვნახოთ, რა ხდება, როცა მაგიდებს ბოლოებით მივადგამთ ერთმანეთს. ვთქვათ, გვაქვს ორი მაგიდა. გვაქვს ეს მაგიდა, რომელიც მეორეს ბოლოთი შეეხება. რადგან ბოლოებით ეხებიან -- გრძელ მაგიდას ვაკეთებთ -- -- ამ ბოლოსთან ადამიანი ვეღარ დაჯდება. რამდენი ადამიანი შეიძლება დაეტიოს? დაეტევა 1, 2, 3, 4, 5 ამ მაგიდაზე, ხოლო მეორე, იგივენაირ მაგიდაზე 6, 7, 8, 9 და ბოლოს ერთიც შეგვიძლია, ამ ბოლოში დავამატოთ. ესე იგი, როცა გვაქვს ორი მაგიდა ერთმანეთზე ბოლოებით მიდგმული, შეგვიძლია, დავატიოთ ათი ადამიანი. განვაგრძოთ და ვნახოთ, თუ გამოჩნდება კანონზომიერება. -- ახლა სამი მაგიდა დავხატოთ -- წინანდელივით, ბოლოებში თითო ადამიანი დაეტევა. -- ეს ორი -- შემდეგ, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, და ბოლოს 14, ესე იგი, ეტევა 14 ადამიანი. რა ხდება? თუ დაუკვირდებით რიცხვებს, ჯერ იყო ექვსი, შემდეგ ათი, ახლა 14. როგორც ჩანს, მაგიდის მიმატებით ადამიანების რაოდენობას ოთხით ვზრდით. რატომ არის ეს ასე? დავუკვირდეთ პირველ შემთხვევას. ვთქვათ, ნამდვილი ადამიანები არიან -- ამას ლურჯად შევღებავ -- ამ ახალი, მეორე მაგიდის მოტანისას ლურჯმა ადამიანმა ადგილი უნდა შეიცვალოს. სად შეიძლება წავიდეს? -- ვთქვათ, მას ძალიან უყვარს მაგიდის ბოლოში ჯდომა -- მაშინ ლურჯი ადამიანი ახალი მაგიდის ბოლოში გადავა. ანუ, გადავა აი, აქ. მაშინ რამდენი ახალი ადამიანი დაემატება ამ მაგიდების ერთობლიობას? -- ამ ახალ ხალხს სხვა ფერით შევღებავ -- ახალი ადამიანები ესენი არიან. ესე იგი, შევძელით ოთხი ახალი ადამიანის დამატება. შეგვიძლია, ასე შევხედოთ: ახალ მაგიდას ექნება ერთი ბოლო, რომელთანაც შეიძლება დაჯდომა. ამ ბოლოს დაიკავებს ის ადამიანი, ვინც წინა მაგიდის ბოლოში იჯდა. ესე იგი, ემატებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ამ გვერდებზე შეიძლება დასხდნენ. მაშინ საკმაოდ ლოგიკურია, რომ ყოველი ახალი მაგიდა ადამიანების რაოდენობას ოთხით ზრდის. ამის მიხედვით, დახატვის გარეშეც შეგვიძლია, მივხვდეთ, თუ რამდენი ადამიანი დაეტევა, როცა გვექნება ოთხი, ან ხუთი, ან ექვსი, ან რამდენიც გვინდა იმდენი მაგიდა. თუ გვაქვს ოთხი მაგიდა, მაშინ კიდევ ოთხი დაემატება და 18 ადამიანს მივიღებთ. ხუთი მაგიდის შემთხვევაში 22 ადამიანი დაეტევა და ასე შემდეგ.