იტვირთება

ვიდეოს აღწერა

აქ გვაქვს კლასში მყოფი მოსწავლეების ასაკების სია. ამ ვიდეოში მინდა გიჩვენოთ ამ მონაცემთა წარმოჩენის განსხვავებული გზები და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ მონაცემის შესახებ კითხვებს პასუხები გავცეთ. ამას შეგვიძლია შევხედოთ როგორც სიხშირეების ცხრილს ვნახავთ ყველა შესაძლო ასაკს რაც გავზომეთ, და ვნახავთ რამდენი მოსწავლეა კონკრეტული ასაკის. ერთ სვეტში შევა ასაკები, მეორეში კი სიხშირეები -- სიხშირე ნიშნავს თუ რამდენად ხშირად ხდება რამე -- -- უბრალოდ რიცხვს დავწერ -- -- რიცხვი იმისა თუ რამდენი მოსწავლეა კონკრეტული ასაკის -- რა არის ყველაზე მცირე ასაკი აქ? ყველაზე მცირეა ხუთი ამიტომ ხუთით დავიწყოთ. რამდენი მოსწავლეა კლასში ხუთი წლის? რამდენად ხშირია ასაკი ხუთი? ვნახოთ, 1, 2.. მხოლოდ ორი ხუთიანი. აქ დავწეროთ ორიანი. გადავიდეთ ექვსზე. რამდენი ექვსიანია? მხოლოდ ერთი. შვიდი წლის? 1, 2, 3, 4 შვიდის წლის მოსწავლე. რამდენია რვა წლის? -- სხვა ფერს გამოვიყენებ -- რვა წლის მოსწავლე არ გვყავს. ცხრა წლის მოსწავლეებია 1, 2, 3, 4. ათი წლის? ათი წლის მხოლოდ ერთია. 11 წლის მოსწავლე არ გვყავს. და ბოლოს, 12 წლის ორი მოსწავლეა. ჩვენ ახლა ავაგეთ სიხშირის ცხრილი. ეს ცხრილი გვიჩვენებს, თუ რამდენი მოსწავლეა კონკრეტული ასაკის. ვიგებთ იგივე ინფორმაციას რაც ზემოთ გვაქვს. ამ ცხრილით იგივეს აგება შეიძლება, მოგვიწევს დავწეროთ ორი ხუთიანი, ერთი ექვსიანი, ოთხი შვიდიანი, ნული რვიანი, ოთხი ცხრიანი, ერთი ათიანი არც ერთი 11 და ორი 12. მივიღებთ რიცხვების ამ სიას. სიხშირეების ცრილი შეგვიძლია წერტილოვან გრაფიკთან გავაიგივოთ. დავხატოთ წერტილოვანი გრაფიკი. წერტილოვან გრაფიკში იგივე ინფორმაციას ვიზუალურად ვაჩვენებთ. წერტილოვან გრაფიკში გვაქვს განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. წერტილით სტუდენტებს ვუსაბამებთ ასაკებს. ხუთი წლის ორია, ამიტომ ორ წერტილს დავსვამთ. ექვსის მარტო ერთი მოსწავლეა, ამიტომ ერთი წერტილი გვექნება. ოთხი მოსწავლე შვიდისაა, ამიტომ 1, 2, 3, 4 წერტილი. რვა წლის არ გვყავს. ოთხი მოსწავლე ცხრა წლისაა, 1, 2, 3, 4. ერთი მოსწავლეა ათის, ანუ ერთი წერტილი. 11-ის არავინაა. ორი მოსწავლე კი 12-ისაა. ერთი და ორი. გვაქვს წერტილოვანი გრაფიკი, სიხშირეების ცხრილი და რიცხვების სია ერთსა და იმავე ინფორმაციას გადმოგვცემენ, ოღონდ სხვადასხვა გზით. თუ ინფორმაცია რომელიმე ამ სახით გვაქვს, რაღაც კითხვების დასმაც შეგვიძლია. რომელია ყველაზე ხშირი ასაკი? ალბათ ყველაზე მარტივია წერტილოვან გრაფიკს შევხედოთ, რადგან ვიზუალურად მარტივად ჩანს რომ ყველაზე ხშირი ეს ორი მაღალი წყობაა. შვიდი და ცხრა ყველაზე ხშირი ასაკებია. ეს აქაც ჩანს. ამ სიის მიხედვით დათვლა მოგიწევდათ იმის დასადგენად რომ შვიდი და ცხრა თანაბარია თუ ყველაზე ხშირ ასაკს ვეძებთ, ყველაზე თვალსაჩინო ალბათ ესაა. სხვა კითხვებიც შეგვიძლია დავსვათ. რისი ტოლია ასაკების დიაპაზონი? წერტილოვანი გრაფიკი ალბათ აქაც ყველაზე თვალსაჩინოა, რადგან დიაპაზონი არის მაქსიმალურ მონაცემს მინუს მინიმალური მონაცემი. რას უდროს მაქსიმალური ასაკი? ვხედავთ რომ ეს არის 12. მინიმალური ასაკი კი უდრის ხუთს. განსხვავება მათ შორის არის შვიდი, ესეიგი დიაპაზონი უდრის შვიდს. ამისი დანახვა აქაც შეიძლება, მაქსიმუმია 12, მინიმუმი - 5, ვითვლით სხვაობას 12-სა და 5-ს შორის, რაც უდრის შვიდს. აქაც შეიძლებოდა ამისი გაკეთება, მაგრამ უფრო მეტად შრომატევადი იქნებოდა, რადგან ძებნა მოგიწევდათ. 12-ს ვაკლებთ შვიდს რომ მივიღოთ დიაპაზონი. შეგვიძლია სხვა კითხვების დასმაც რამდენი მოსწავლეა ცხრა წელზე მეტის? წერტილოვან გრაფიკში ვეძებთ ცხრა წელზე უფროს მოსწავლეებს, 1, 2, 3. შეგვიძლია აქ შევხედოთ, რამდენია ცხრაზე მეტის, ერთი არის ათის, ორი - 12-ის, ესეიგი სულ სამნი არიან. აქ თუ მოვძებნით, უნდა გავყვეთ სიას.. არა, არა.. აი აქედან, ერთი, ორი, სამი. ეს ვიდეო გიჩვენებთ კიდევ ორ გზას მონაცემების წარმოჩენის, ესენია სიხშირეების ცხრილები და წერტილოვანი გრაფიკები.