If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წილადები რიცხვით ღერძზე

სალი იყენებს ხანის აკადემიის რიცხვითი ღერძის ვიჯეტს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გადაიტანეთ წერტილი რიცხვით ღერძზე ერთ მეოთხედამდე. თავდაპირველად, შეცვალეთ დანაყოფების რაოდენობა, რომ რიცხვით ღერძზე მივიღოთ ნიშნულები. ახლა ნახეთ, აქ მოცემული გვაქვს ერთი დანაყოფი, ანუ ვერც გადაგვაქვს ვერსად გარდა ერთისა და ნულისა ეს წერტილი. გვჭირდება სათანადო რაოდენობა დანაყოფების, რომ ერთი მეოთხედი ზუსტად განვსაზღვროთ. ანუ, რომ არ გვქონდეს დანაყოფები და გადატანა რომ შეგვეძლოს აქ სადმე, როგორ მივხვდებოდით, რომელი არის ზუსტად ის ერთი მეოთხედი? თვალის სიზუსტით ხო არ გამოვა. ახლა ნახეთ, ორ დანაყოფად რომ გავშალოთ, შუაში გაჩნდება ერთი დანაყოფი, ეს იქნება ერთი მეორედი. ერთ მეორედზე გადატანა შეგვეძლება, მაგრამ ჩვენ ერთი მეოთხედი გვინდა. მაინც, არ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ერთ მეოთხედზე ზუსტად დავსვათ. ანუ ამათ შორის ზუსტად ჩაჯდეს ეს წერტილი. ამიტომ მეტი დანაყოფი გვინდა. სამი საერთოდ უაზრობაა იმიტომ, რომ; რა აზრი აქვს? ერთ მეორედზე კი მაინც იფიქრებს ადამიანი რომ, რადგან ერთი მეორედი დავსვი აქ, ერთ მეორედსა და ნულს შორის ახლოსაა და მარტივად განვსაზღვრავ ან რაღაც. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი არ არის სწორი. ერთ მეოთხედამდე გვინდა მივიდეთ და სამი დანაყოფი ამაში არ დაგვეხმარება, იმიტომ რომ ეს იქნება ნული, ერთი მესამედი, ორი მესამედი და ერთი. ცხადია, ოთხს რომ ჩავწერთ აქ და ოთხი დანაყოფი გვექნება, საქმე ძალიან მარტივად იქნება, იმიტომ რომ, აი, ერთი მეოთხედი და მორჩა. ერთი მეოთხედით იქნება ბიჯები გაკეთებული და ზუსტად მივიტანთ ერთ მეოთხედზე. მაგრამ სანამ დავამთავრებ, ვიტყვი, რომ შეგვიძლია, ოთხის ჯერადებიც ჩავწეროთ. მაგალითად, რვა დანაყოფი, რომ გვქონდეს, ისევ შეგვეძლება ზუსტად ერთ მეოთხედზე გადასვლა, უბრალოდ ორი მერვედი იქნება ერთი მეოთხედის ნაცვლად. აი, 16 რომ ჩავწეროთ... ხო, ბევრიაო მეუბნება. 16-იც რომ ჩაგვეწერა შეგვეძლო, მაგრამ ერთი მეოთხედისთვის ოთხიც საკმარისია. (სუბტიტრები შექმნილია ელენე ლაგვილავას დახმარებით)