If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:1:03

როგორ გამოვიცნოთ 1–ზე დიდი წილადები

ვიდეოს აღწერა

ეს წრე ერთ მთელს წარმოადგენს, აი ახლა მოცემული წრე არის ერთი მთელი. წრის რა ნაწილია გაფერადებული ლურჯად, ქვემოთ მოცემულ სურათზე? ესე იგი, მაქვს ერთი მთელი და მეორე მთელი ანუ ორი მთელი სულ და მაინტერესებს რა ნაწილია გაფერადებული. ახლა ვნახოთ, პირველ რიგში შევხედოთ რომ ეს წრე არის დაყოფილი სამ ნაწილად, ესეც დაყოფილია სამ ნაწილად, ერთი, ორი და სამი. და ლურჯად გაფერადებულია ერთი და ორი, და აქედან გაფერადებულია 1, 2 და 3. ახლა თითოეული არის ერთი მესამედი ხომ? იმიტომ რომ სამი ტოლი ნაწილია. გამოდის რომ აქედან მე მაქვს ორი მესამედი, იმიტომ რომ ორი მესამედია გაფერადებული. აქედან მაქვს სამი მესამედი. ხომ შემიძლია ვთქვა რომ პასუხი არის: ორ მესამედს დამატებული სამი მესამედი რაც არის ხუთი მესამედი, ანუ, გაფერადებული არის ხუთი მესამედი ლურჯად. მეორენარიად შემიძლია ასეთი რაღაცაც ვთქვა: ორ მესამედს მე სინამდვილეში ვუმატებ ერთ მთელს, იმიტომ, რომ სამი მესამედი ნიშნავს ერთ მთელს. მართლაც მთელი წრე არის გაფერადებული აქ ლურჯად. და ამიტომ ორ მესამედს ვუმატებ ერთ მთელს და არს ეს ერთი მთელი ორი მესამედი. ხუთი მესამედი და ერთი მთელი ორი მესამედი, ორივე არის ერთი და იგივე, და ორივე სწორი პასუხია. (სუბტიტრები შექმნილია ნათია მჭედლიძის დახმარებით)