ძირითადი მასალა
პრეალგებრა
კურსი: პრეალგებრა > თემა 5
გაკვეთილი 17: წილადები, როგორც გაყოფაშექმენით წილადი გაყოფით
სალი ხსნის, რატომ არის 3 ÷ 2 იგივე, რაც 3 • 1/2, რაც იგივეა, რაც 3/2. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
სულ ახლახან მე და
ჩემმა მეუღლემ ვიყიდეთ საპნების შეკვრა და ორივეს გვინდა,
რომ გამოვცადოთ სამივე სახეობის საპონი. და ასევე ჩვენ სულაც არ გვინდა,
რომ ერთმანეთის საპნით ვისარგებლოთ. შესაბამისად, ცოტა არ იყოს, დავიბენით. როგორ უნდა გავყოთ სამივე საპონი ისე, რომ ორივემ სამივე გავსინჯოთ? ეს შესაძლოა იყოს ვარდის სურნელი. ეს კი შესაძლოა იყოს სპილოს ძვლის სუნი. არც კი ვიცი ასეთი სუნი არსებობს თუ არა. ეს კი შესაძლოა იყოს სანდლის ხის სურნელი. რომელიც ყოველთვის შესანიშნავია. და ჩემს მეუღლეს აქვს ასეთი აზრი. ის ამბობს, მე ავიღებ სამივე საპონს, ასე რომ ჩვენ ვიწყებთ ამ სამი საპნით. და მე ვაპირებ მათ
გაყოფას ორ თანაბარ ჯგუფად. მე კი ვკითხულობ,
როგორ გააკეთებ ამას? ის ამბობს, მე ავიღებ საძერწ ხერხს ან დანას, მოკლედ, რამეს ავიღებ და უბრალოდ შუაში გავჭრი ამ საპნებს, აი ასე. სწორედ ასე ჭრის
ჩემი მეუღლე საპონს შუაში დანით. ის ჭრის საპონს აი ამ ადგილას. მან საპონი ორ ტოლ ნაწილად გაყო. მან აიღო სამივე საპონი და
გაყო ორ ერთმანეთის ტოლ ჯგუფად. საინტერესო შეკითხვა კი
ის არის, რამდენი საპონი გვერგო თითოეულ ჩვენთაგანს? მე გირჩევთ გააჩეროთ ვიდეო აქ და დაფიქრდეთ ამ შეკითხვაზე. რამდენი საპონი აქვს
ახლა თითოეულ ჩვენთაგანს? მოდით გამოვსახოთ ჩემი წილი. დავუშვათ, რომ მე ავიღე აი ეს ნაწილი. ესაა საპნის სალის წილი. მოდით ამას დავწერ. ეს არის სალის ნაწილი. ჩემმა მეუღლემ აიღო აი ეს ზედა ნაწილი. მაშ, რა მაქვს მე? მე მაქვს თითოეული
საპნის 1/2, კიდევ ერთი 1/2 და კიდევ ერთი 1/2. ანუ, მე მაქვს სამი 1/2 საპონი. ან შეგვძილია ვთქვათ,
რომ მაქვს სამჯერ 1/2 საპონი. ყურადღებით იყავით,
რაღაც საინტერესო მოხდა. სამი გაყოფილი ორზე ტოლია
სამი გამრავლებული 1/2-ზე. ახლა კიდევ უფრო საინტერესო რამ: რადგან ჩვენ ვიცით რომ ორი იგივეა რაც 2/1. შესაბამისად სამი გაყოფილი 2/1
ტოლია სამი გამრავლებული 1/2-ზე. ყურადღება მიაქციეთ,
რომ ჩვენ გაყოფიდან გამრავლებაზე გადავედით. საპირისპირო მოქმედება შევასრულეთ და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ჩვენ გვაქვს 3/2 საპონი. მაგრამ რას უდრის სამი გამრავლებული 1/2-ზე? სამი გამრავლებული 1/2-ზე უდრის 3/2-ს. ამ შესანიშნავი სუნის
მქონე საპნის მაგალითით ჩვენ მივიღეთ ძალიან საინტერესო შედეგი. სამი გაყოფილი ორზე,
იგივეა რაც სამი გამრავლებული 1/2-ზე, რაც იგივე 3/2-ია.