If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: პრეალგებრა > თემა 5

გაკვეთილი 7: ერთნაირი მნიშვნელების მქონე წილადების შეკრება და გამოკლება

მსგავს მნიშვნელიანი შერეული რიცხვების შეკრება

დაფიქრდით შერეულ რიცხვზე, როგორც რიცხვზე და წილადზე. შეგიძლიათ, შეკრიბოთ რიცხვები...შეგიძლიათ, შეკრიბოთ ტოლმნიშვნელიანი წილადები. მაშასადამე, შეგიძლიათ, შეკრიბოთ შერეული რიცხვები! უყურეთ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდი, შევკრიბოთ ორი შერეული რიცხვი 2 მთელს და 5/13-ს დამატებული 7 მთელი და 6/13 ჩემი გზა ამის გაკეთების ასეთია, შერეულ რიცხვებს ვყოფ მთელი რიცხვის ნაწილად და წილადის ნაწილად, ანუ, 2 მთელი და 5/13 შემიძლია, გადავწერო, როგორც 2-ს დამატებული 5/13. შემდეგ მივუწერთ მაგალითის მიმატებას, შემდეგ კი გადავწერთ 7 მთელს და 6/13, როგორც 7-ს დამატებული 6/13. მე უბრალოდ გადავწერე მაგალითი და გავშალე იგი, დავყავი შერეული რიცხვები მთელ და წილად ნაწილებად. შემდეგ კი ასე ვიქცევი - ვკრებ მთელ ნაწილებს, ანუ, ორს და შვიდს, და შემდეგ მათ ჯამს დავუმატებ წილადებს. ანუ, დავამატებ 5/13-სა და 6/13-ს. ჯერ შევკრიბოთ მთელი ნაწილები. ორს დამატებული შვიდი არის ცხრა. წილადებს უკვე აქვთ საერთო მნიშვნელი, ამიტომ, პირდაპირ შევკრებ. 5/13-ს დამატებული 6/13. მიიღებ 11/13-ს, რადგან ხუთს დამატებული ექვსი არის 11. საბოლოოდ მიიღებ 9-ს დამატებული 11/13, ეს კი იგივეა, რაც 9 მთელი და 11/13. და მოვრჩით!