If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: პრეალგებრა > თემა 5

გაკვეთილი 10: განსხვავებული მნიშვნელის მქონე შერეული რიცხვების შეკრება და გამოკლება

შერეული რიცხვების გამოკლება: 7 6/9 - 3 2/5

სალი 7 6/9-ს გამოაკლებს 3 2/5-ს, რისთვისაც თითოეული შერეულ რიცხვს გადაწერს ისე, რომ მათ საერთო მნიშვნელი ჰქონდეთ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, გამოვიყვანოთ შვიდ მთელ ექვს მეცხრედს გამოკლებული სამი მთელი ორი მეხუთედი. როგორც ყოველთვის, მინდა გამოვყო მთელი და წილადი ნაწილები ერთმანეთისგან. ეს იგივეა, რაც შვიდს დამატებული ექვსი მეცხრედი, გამოკლედბული სამი მთელი გამოკლებული ორი მეხუთედი. სამს გამოკლებული ორ მეხუთედს იმიტომ ვამბობ, რომ ეს იგივეა, რაც გამოკლებული სამისა და ორი მეხუთედის ჯამი. გამოკლება ორივეზე გადავანაწილეთ, ჯერ ვაკლებთ სამს და შემდეგ ვაკლებთ ორ მეხუთედს. ახლა კი უნდა ვიფიქროთ მთელ რიცხვებზე: შვიდს გამოკლებული სამი შვიდს გამოკლებული სამი მოგვცემს ოთხს. ანუ, ეს მოგვცემს ოთხს. შემდეგ ექვს მეცხრედს ვაკლებთ ორ მეხუთედს. რამდენი გამოდის ექვს მეცხრედს გამოკლებული ორი მეხუთედი? ექვს მეცხრედს გამოკლებული ორი მეხუთედი. გვჭირდება საერთო მნიშვნელის პოვნა. ცხრისა და ხუთის უმცირესი საერთო ჯერადია ორმოცდახუთი. ანუ, მათი ნამრავლი. სხვა საერთო მათ არ აქვთ. მნიშვნელში იქნება ორმოცდახუთი, ორმოცდახუთამდე ცხრა ხუთზე უნდა გამრავლდეს, ამიტომ, გავამრავლებ მნიშვნელს ხუთზე. ექვსჯერ ხუთი არის ოცდაათი. და გამოვაკლებ, ხუთისგან ორმოცდახუთის მისაღებად მას ცხრაზე ვამრავლებთ, ანუ, მრიცხველს ცხრაზე ვამრავლებთ. თუ არ ვცვლი მნიშვნელობას ორჯერ ცხრა არის თვრამეტი. ოცდაათ ორმოცდამეხუთედს გამოკლებული თვრამეტი ორმოცდამეხუთედი იქნება რაღაც შეფარდებული ორმოცდახუთთან. ოცდაათს გამოკლებული თვრამეტი არის თორმეტი. თუ ამ წილადების სხვაობას ვიპოვი მივიღებ თორმეტს, თორმეტ ორმოცდამეხუთედს. ეს არის ოთხს დამატებული თორმეტი ორმოცდამეხუთედი, ან შერეული რიცხვის სახით, გამოდის ოთხი მთელი თორმეტი ორმოცდამეხუთედი. ჯერ არ დაგვიმთავრებია. შეგვიძლია, კიდევ უფრო გავამარტივოთ: თორმეტსა და 45-ს აქვთ საერთო რიცხვები. ორივე ეს რიცხვი იყოფა, ორივე მათგანი იყოფა სამზე! შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის, ამის შემდეგაც გავაგრძელებთ გაყოფას. გავყოთ მრიცხველი სამზე და მნიშვნელიც სამზე. შედეგად ოთხი მთელი თორმეტი გაყოფილი სამზე არის ოთხი. და ორმოცდახუთი გაყოფილი სამზე არის ორმოცდახუთი გაყოფილი სამზე არის თხუთმეტი. ოთხი მთელი ოთხი მეთხუთმეტედი. დავასრულეთ! მეტად ვეღარ გავამარტივებთ. ოთხი მთელი ოთხი მეთხუთმეტედი.