ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:12

ვიდეოს აღწერა

წარმოადგინეთ 0,0000000003457 სტანდარტული ჩანაწერის სახით. მოდით, გავიხსენოთ რას ნიშნავს სტანდარტული ჩანაწერი. სტანდარტული ჩანაწერი არის რაიმე რიცხვი, გამრავლებული ათის რაიმე ხარისხზე. რას მივიღებთ ამ რიცხვის ასეთი ჩაწერისას? მოდით ასე დავწერ. ეს იქნება მეტი ან ტოლი ერთის და ნაკლები ათზე. ის რაც უნდა ჩავსვათ იქნება წამყვანი რიცხვი. ზოგადად უნდა მოვძებნოთ პირველი არა ნულის ტოლი ციფრი და სწორედ ეს იქნება ის ციფრი რითაც უნდა დავიწყოთ. ეს იქნება ერთადერთი ციფრი, რომელსაც დაწერთ წინ, უფრო ზუსტად კი - მძიმის მარცხნივ. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ 3.457 და ის უნდა გავამავლოთ ათზე რაღაც ხარისხში. მოდით დავფიქრდეთ, რაზე უნდა გავამრავლოთ 3.457, რათა მივიღოთ ეს პატარა რიცხვი? ჩვენ უნდა გადავწიოთ მძიმე 3.457-დან მარცხნივ, რომ მივიღოთ აი ესრიცხვი. სამიანის მარცხენა მხარეს უხვად უნდა დავამატოთ ნულები. ანუ, მძიმე უნდა გადავწიოთ მარცხნივ. ამით ჩვენ უფრო და უფრო ვამცირებთ ამ რიცხვს. ეს ნიშნავს, რომ ის არ უნდა გავამრავლოთ ათზე, რომელიც დადებით ხარისხშია აყვანილი. ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ ათზე ხარისხის უარყოფითი მაჩვენებლით. ეს იგივეა, რაც დადებით ხარისხში აყვანილ ათზე გაყოფა. საუკეთესო გზაა, ვიფიქროთ, რომ მაჩვენებლის მარცხნივ გადაწევა ათზე გაყოფაა, რაც ათი ხარისხად მინუს ერთზე გამრავლების ტოლფასია. მოდით, მოვიყვან მაგალითს. ერთხელ ათი, აშკარად ათის ტოლია. ერთხელ ათი მინუს ერთ ხარისხში უდრის: ერთი გამრავლებული 1/10-ზე, ანუ 1/10. აქ ნულზე უნდა მესაუბრა, ამჯერად ამ საფეხურს გამოვტოვებ. მოდით, ერთხელ ათს დავუმატებ ნულს. ეს საკმაოდ ბუნებრივია. ეს არის ერთხელ ათი ხარისხად ერთი. ერთი ნულ ხარისხში უდრის ერთი გამრავლებული ერთზე, რაც ერთის ტოლია. ერთი გამრავლებული ათზე მინუს ერთ ხარისხში უდრის 1/10-ს და უდრის 0.1-ს. ერთი გამრავლებული ათზე მინუს ორ ხარისხში იქნება: ათი მინუს ორ ხარისხში არის 1/10-ის კვარდატი ან 1/100. ანუ ეს იქენბა 1/100 რაც 0,01-ის ტოლია. რა მოხდა აქ? როდესაც ვამბობ მინუს რაღაც ხარისხში, მაგალითად ერთი მინუს ერთ ხარისხში, მძიმე გადამაქვს მარცხნივ. აქედან აი აქ. თუ ხარისხის მაჩვენებელი მინუს ორია, მძიმე ორი ადგილით გადამაქვს. რამდენჯერ უნდა გადავიტანოთ მძიმე მარცხნივ, რათა ეს რიცხვი მივიღოთ? მოდით დავფიქრდეთ, რამდენი ნული გვაქვს? მძიმე ერთით მარცხნივ გადავწიოთ, რათა ის სამის წინ მოხვდეს, შემდეგ უნდა გადავანაცვლოთ კიდევ მარცვხნივ, სანამ ყველა ნულს არ დავწერთ. ერთით უნდა გადავნაცვლოთ, რომ მივიდეთ სამთან. აქ ვიწყებთ. ჩვენ უნდა გადავწიოთ მძიმე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 10-ჯერ. შესაბამისად, ეს იქნება 3.457 გამრავლებული ათი ხარისხად მინუს ათზე. ამას გადავწერ. 3.457 გამრავლებული ათი ხარისხად მინუს ათზე. ზოგადად, პირველ რიგში, ვეძებთ პირველ არა ნულის ტოლ რიცხვს. გახსოვდეთ, ის უნდა იყოს ერთზე მეტი ან მისი ტოლი და ათზე ნაკლები. ის შესაძლოა უდრიდეს ერთს, მაგრამ ათზე ნაკლები უნდა იყოს. ამ პარამეტრებში 3.457 ნამდვილად ჯდება, ის არის ერთსა და ათს შორის. შემდეგ უბრალოდ უნდა დათვალოთ ნულები მძიმესა და ამ რიცხვს შორის. ეს რიცხვიც უნდა ჩათვალოთ, ის გეუბნებათ რამდენით უნდა გადაწიოთ მძიმე, რათა ზემოთ დაწერილი რიცხვი მიიღოთ. ამ რიცხვის მისაღებად, მძიმე ათჯერ უნდა გადავწიოთ მარცხნივ.