იტვირთება

ვიდეოს აღწერა

გვაქვს, შვიდჯერ ათი მეხუთე ხარისხში, შეფარდებული ორჯერ ათზე მინუს ორ ხარისხში გამრავლებული 2,5-ჯერ ათი მეცხრე ხარისხში. ვცადოთ ამის ცოტათი გამარტივება. დავიწყებ მცდელობას მნიშვნელის გამარტივებით. მრიცხველი არის შვიდჯერ ათი მეხუთე ხარისხში. მნიშვნელში მაქვს უამრავი რიცხვი გამრავლებული ერთმანეთზე. ნებისმიერი თანმიმდევრობით შემიძლია გავაკეთო. გავცვლი თანმიმდევრობას. გავაკეთებ, ორჯერ 2,5 გამრავლებული ათზე უარყოფით მეორე ხარისხში, გამრავლებული ათზე მეცხრე ხარისხში. ეს ტოლი იქნება, მრიცხველი ჯერ არ შემიცვლია, შვიდჯერ ათი მეხუთე ხარისხში შეფარდებული, აქ მნიშვნელში, ორჯერ... სხვა ფერით დავწერ. ორჯერ 2,5 არის ხუთი. შემდეგ ათი უარყოფით მეორე ხარისხში გამრავლებული ათზე მეცხრე ხარისხში, როცა ამრავლებ ორ რიცხვს, რომლებიც ახარისხებულია და ერთნაირი ფუძე აქვთ, ანუ ათი უარყოფით მეორე ხარისხში გამრავლებული ათზე მეცხრე ხარისხში, ჩვენ შეგვიძლია შევკრიბოთ ხარისხის მაჩვენებლები. ცხრას გამოკლებული ორი შვიდია, ეს იქნება ათი მეშვიდე ხარისხში. ახლა ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც 7/5 გამრავლებული ათი მეხუთე ხარისხში შეფარადებული ათ მეშვიდედზე. ამას ნარინჯისფერით გავაკეთებ, კარგად აღსაქმელი რომ იყოს. ათი მეშვიდე ხარისხში. რამდენია შვიდი გაყოფილი ხუთზე? შვიდი გაყოფილი ხუთზე არის, ვნახოთ, ეს არის ერთი და 2/5 ანუ 1,4. უბრალოდ დავწერ ამას როგორც 1,4. შემდეგ ათი მეხუთე ხარისხში გაყოფილი ათზე მეშვიდე ხარისხში. ამის ამოსახსნელი ორი გზა არსებობს. ათი მეხუთე ხარისხში გამავლებული ათზე მინუს მეშვიდე ხარისხში. კრებთ ხარისხებს და იღებთ უარყოფით ორს. ან იტყვით, ნახეთ, ამას ვყოფ ამაზე. იგივე ფუძე გვაქვს. შეგვიძლია ხარისხების გამოკლება. ეს იქნება ათის მეხუთე ხარისხს გამოკლებული მეშვიდე ხარისხი, რაც არის ათი უარყოფით მეორე ხარისხში. ეს ნაწილი აქ გამარტივდება, ათად უარყოფით მეორე ხარისხში. დავასრულეთ? დავწერეთ ის რაც სტანდარტულ ჩანაწერში გვქონდა? ჩანს რომ დავწერეთ. ეს სიდიდე არის მეტი ან ტოლი ერთზე და ნაკლებია ან ტოლი ცხრაზე. ეს არის ციფრი ერთსა და ცხრას შორის, ერთისა და ცხრის ჩათვლით. და ეს გამრავლდა ათზე რაღაც ხარისხში. ამიტომ ჩანს რომ დავასრულეთ. გამოსახულება გავამარტივეთ. მივიღეთ 1,4-ჯერ ათი მინუს მეორე ხარისხში.