If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორსაფეხურიანი განტოლებების არსი

ეს მაგალითი გვაჩვენებს, როგორ ამოვხსნათ განტოლება, ჩაწერილი როგორც: ax + b = c. ეს უფრო რთულია, ვიდრე წინა მაგალითი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი ამოხსნა! შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვცადოთ ოდნავ უფრო რთული განტოლებები დავუშვათ, მაქვს: სამ x-ს პლუს ხუთი უდრის 17-ს ამ შემთხვევაში ის არის განსაკუთრებული, რომ განტოლებას ეს პლუს ხუთი დაემატა როცა სამი x პირდაპირ 17-ს უდრიდა, შეგეძლო, უბრალოდ ორივე მხარე სამზე გაგეყო და მიიღებდი პასუხს, თუმცა ახლა ეს ხუთი თითქოს ყველაფერს უფრო ართულებს ჯერ გავარკვიოთ, თუ რა არის მოცემული ამ განტოლებაში სამი x ნიშნავს x-ს პლუს x პლუს x ეს არის სამი x შემდეგ ამას ვუმატებთ ხუთს, ციფრ ხუთს აღვნიშნავ, როგორც ხუთ ცალ საგანს ეს აღნიშნავს, რომ სამ x-ს პლუს ხუთი უდრის 17-ს ახლა შვიდმეტ ცალ საგანს მივახატავ ეს ორი მხარე არის ერთმანეთის ტოლი, ამიტომ რასაც იზამ ერთ მხარეს, მეორეზეც უნდა იგივე გაიმეორო თუ ერთ საგანს მოიცილებ აქ, მაშინ მეორე მხარეზეც უნდა მოიცილო ერთი საგანი რომ ტოლობა შენარჩუნდეს რა შეგვიძლია, გავუკეთოთ ორივე მხარეს, რომ ჩვეულ ფორმამდე დავიყვანოთ მარცხნივ მხოლოდ სამი x გვქონდეს და ხუთი მოვიცილოთ პრინციპში, ამისთვის უნდა მოვიშოროთ ეს ხუთი საგანი მაგრამ, როგორც ვთქვი, თუ მარცხნიდან მოვაშორებთ ხუთ საგანს, მარჯვნივადანაც უნდა მოვაშოროთ ხუთი საგანი ამიტომ, ეს მარჯვნივადაც უნდა გავიმეოროთ ახლა, როგორ აღვნიშნოთ სიმბოლურად ხუთი საგნის მოშორება? ეს ხომ იგივეა, რაც ორივე მხარისთვის ხუთის გამოკლება მარცხენა და მარჯვენა მხარეებს, ორივეს ვაკლებთ ხუთს რა დაგვრჩება ამის შემდეგ მარცხენა მხარეს? მარცხნივ დარჩება მხოლოდ სამი x ხუთმა და მინუს ხუთმა ერთმანეთი გააბათილეს ეს აქაც ჩანს, როცა ხუთი საგანი მოვაცილეთ, მხოლოდ სამი x დარჩა ხუთი იმიტომ გამოვაკელით, რომ ამ ხუთიანის გაქრობა გვინდოდა რა დაგვრჩება მარჯვნივ? სამი x იქნება ტოლი-- შეგვიძლია, მათემატიკურად გავაკეთოთ, 17-ს მინუს ხუთი უდრის 12-ს ან შეგვიძლია, დავითვალოთ, მქონდა 17 ნივთი მოვაცილე ხუთი, დამრჩება 12 სწორედ ეს არის გამოკლება, ეს არის ხუთი საგნის წაღება უკვე მივიღეთ საკმაოდ მარტივი ფორმა, სამი x უდრის 12-ს ახლა ორივე მხარე სამზე უნდა გავყოთ, რომ მარცხნივ მხოლოდ x დაგვრჩეს მარცხენა და მარჯვენა მხარეც გავყოთ სამზე ესენი, რაც გადავხაზე, უკვე აღარ არსებობს, ისინი გავაქრეთ ისინი გამოვაკელით, ამიტომ, მოდი, წავშლი მარცხენა მხარე რომ გავყოთ სამზე, მივიღებთ სამ ჯგუფს, თითოეულში ერთი x-ით მარჯვნივ კი მივიღებთ სამ ჯგუფს, თითოეულში ოთხი ერთეულით თუ მათემატიკურად მიუდგები, მარცხნივ სამები შეიკვეცება, სამი გაყოფილი სამზე ერთს უდრის ჯამში მიიღებ, რომ x უდრის 12-ს გაყოფილი სამზე, ანუ x უდრის ოთხს ეს აქაც ჩანს, როცა სამი x გაყავი სამზე, თითო ჯგუფში ერთი ცალი x მოხვდა ხოლო როცა 12 გაყავი სამზე, თითეულ ჯგუფში ოთხი ერთეული მოხვდა ამიტომაც, x ოთხის ტოლი უნდა იყოს გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე შვიდ x-ს მინუს ორი უდრის მინუს 10-ს ეს თითქოს უფრო რთულია, რადგან ბევრი მინუსი გვხვდება, მაგრამ ამასაც მსგავსად ამოვხსნი თუ გვინდა, რომ მარცხნივ მხოლოდ შვიდი x დავტოვოთ, უნდა მოვიშოროთ ეს მინუს ორი რა უნდა დავუმატოთ ან გამოვაკლოთ ორივე მხარეს, რომ ეს მინუს ორი მოვიშოროთ? თუ მარცხენა მხარეს ორს მივუმატებთ, ეს ორი რიცხვი შეიკვეცება მაგრამ გახსოვდეს, თუ გინდა, რომ ტოლობა შენარჩუნდეს მაშინ თუ მარცხენა მხარეს ვუმატებთ ორს, მარჯვენასაც უნდა მივუმატოთ ორი მიმატების შემდეგ, რა დაგვრჩება მარცხენა მხარეს? მინუს ორს პლუს ორი უდრის ნულს, ამიტომ, მარცხნივ მხოლოდ შვიდი x იქნება ახლა, რისი ტოლი იქნება მინუს ათს პლუს ორი? მოდი დავხაზავ რიცხვით წრფეს წრფეზე მინუს ათს აღვნიშნავ ამ მინუს ათს ვუმატებთ ორს, ანუ, ორით გადავდივართ მარჯვნივ და ვიღებთ მინუს რვას რადგან დადებით რიცხვს ვუმატებთ, ანუ, წრფეზე მარჯვნივ უნდა გადავინაცვლოთ ამიტომ, მათი ჯამი მინუს რვის ტოლია შვიდი x უდრის მინუს რვას შეიძლება, ახლა დაიბნე, რადგან მარჯვნივ უარყოფითი რიცხვი გაქვს, თუმცა ამ დროსაც ჩვეულებრივ მეთოდს უნდა მიყვე თუ გვინდა, რომ მარცხნივ მხოლოდ x დაგვრჩეს, მაშინ მარცხენა მხარე შვიდზე უნდა გავყოთ რადგან შვიდი x გაყოფილი შვიდზე იქნება x თუმცა, ტოლობა რომ შენარჩუნდეს, ეს მარჯვენა მხარეზეც უნდა გააკეთო ამიტომ, მარჯვენა მხარეც შვიდზე გავყოთ მივიღებთ, რომ x უდრის მინუს 8/7-ს ან, x უდრის მინუს ერთ მთელ 1/7-ს