If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადების შედარება 2

სალი ათწილადებს 0.0093 და 0.01 შეადარებს ერთმანეთს მეტობის და ნაკლებობის ნიშნის საშუალებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

შევადაროთ 0.1 და 0.070. ერთიანი მეათედის ადგილზე წერია. ანუ იგი აღნიშნავს ერთჯერ 1/10-ს. რაც აშკარად იგივეა, რაც 1/10. ახლა, შევხედოთ ამ რიცხვს, რომელსაც მეათედების ადგილზე ნული უწერია. მეასედების ადგილზე კი შვიდი. აი ეს არის მეასედების ადგილი. და მეათასედების ადგილზე ასევე ნული წერია, ანუ არაფერი. ესეიგი, ეს რიცხვი შეიძლება დაიწეროს, როგორც შვიდჯერ 1/100 ან 7/100. ახლა ეს ორი რიცხვი შეგვიძლია შევადაროთ. გვაქვს მათი შედარების ორი გზა. გადავიყვანოთ 1/10 რიცხვის მეასედში. საუკეთესო გზა ამისთვის მნიშვნელის 10-ჯერ გაზრდაა. შემდეგ მრიცხველის ასევე 10-ჯერ გაზრდა. მაშასადამე გავამრავლოთ რიცხველი და მნიშვნელი 10-ზე. 10 მეასედი ზუსტად იგივეა რაც 1/10. და აქ ნათელი ხდება რომ 10/100 მეტია 7/100-ზე. მეორემხრივ, შეხედეთ, რომ გაგეზარდათ მეასედებით დაიწყებდით 7/100-ით, მერე 8/100, 9/100 და 10/100-იც. მიხვიდოდით ამ რიცხვამდე. რა გზითაც არ უნდა წავიდეთ, ეს რიცხვი უფრო დიდი გამოდის. მოდით, დავწერ. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ეს. მეტობის ნიშანი ღია მხრით მიმართულია უფრო დიდი რიცხვისკენ. აქ გვაქვს 0.0093 და 0.01. მოდით, დავფიქრდეთ. ესეიგი, ცხრა-- ახალი ფერი ავიღოთ. ეს ცხრა არ არის მეათედების ან მეასედების ადგილზე, ის მეათასადების ადგილზეა და სამი-- ისევ შესაცვლელია ფერი. სამი არის მეათიათასედის ადგილზე. ესეიგი, სამი მეათიათასედის ადგილზეა. ანუ ეს არის 9/1000-ს დამატებული 3/10000. თუ გვინდა ამის მეათიათასედებში დაწერა, მაშინ უნდა გავამრავლოთ 10-ზე ცხრაც და 1000-იც. და გახდება 90/10000. თუ შევაჯამებთ დაიწერება 93/10000 93 მეათიათასედი. ახლა 0.01. ეს 1 მეასედების ადგილზეა მეასედების ადგილზე, ანუ იგულისხმება 1/100. როგორ შევადაროთ 1/100 და 93/10000? საუკეთესო გზა შემდეგია: რა იქნება 1/100 მეათიათასედებში? გავამრავლოთ მრიცხველი და მნიშვნელი 10-ზე, ორჯერ. ან უბრალოდ გაამრავლეთ პირდაპირ 100-ზე. პირველად 10-ზე გამრავლებით მივიღებთ 10 მეათასედს. და ეს იგივეა რაც 1/100. 10-ზე მეორეჯერ გამრავლებით, მივიღებთ 100/10000, რაც კვლავ იგივეა რაც 1/100. 100-ჯერ 100 კი 10000-ია. მაშ, ნათელია რომ 100/10000 ან 1/100 ნამდვილად მეტია 93/10000-ზე. მაშასადამე, ეს რაოდენობა ნაკლებია ვიდრე აი ეს. ნაკლებობის ნიშანი კუთხით მიმართულია მცირე რიცხვისკენ. ღია მხრით კი უფრო დიდი რიცხვისკენ. ფაქტობრივად მეტობის და ნაკლებობის ნიშნები ერთი და იგივეა. ახლა 0.6-ის და 0.06-ის შედარება. აქ ექვსი მეათედების ადგილზეა, ანუ შეესაბამება 6/10-ს. მეორეში კი ექვსი მეასედების ადგილზეა. მგონი ნათელია, რომ 6/100 ნაკლებია 6/10-ზე. მეასედი არის მეათედის მეათედი. აქ ყველაფერი პირდაპირ ჩანს. ეს აშკარად მეტია. 0.6 მედია 0.06-ზე. ახლა 0.3-ის და 0.06-ის შედარება. ეს სამი წარმოადგენს 3/10-ს. ეს ექვსი კი 6/100-ს. თუ პირდაპირ შევადარებთ, შეგვიძლია 3/10 გავამრავლოთ-- მრიცხველსაც და მნიშვნელსაც 10-ზე თუ გავამრავლებთ მნიშვნელობა არ შეიცვლება. 10/10 ტოლია ერთის. მაშ, გახდება 30/100, გამოდის, 3/10 ტოლია 30/100-ის . 30/100 აშკარად მეტია 6/100-ზე.