If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მთელი რიცხვების გადაჯგუფება: 675

სალი დააჯგუფებს 675-ს სხვადასხვა შეკრების მაგალითების სახით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვიფიქროთ განსხვავებულ გზებზე, რითაც შეგვიძლია წარმოვადგინოთ რიცხვი 675. ყველაზე გასაგები გზა არის უბრალოდ შეხედვა განსხვავებული ციფრების მნიშვნელობებზე. 6 არის ასეულების ადგილზე. ეს პირდაპირ წარმოადგენს 600-ს. ეს არის 600. 7 არის ათეულების ადგილზე. ეს წარმოადგენს 7 ათეულს ანუ 70-ს. და შემდეგ 5 არის ერთეულების ადგილზე. ეს წარმოადგენს 5-ს. გადმოვიტან ამას და შემდეგ ვიფიქროთ როგორ შეგვიძლია თანრიგის გადაჯგუფება სხვდასხვა ადგილებზე რომ წარმოვადგინოთ ეს განსხვავებული გზებით. გადმოვიტან ამას, სამჯერ. გავაკეთებ ერთხელ და კიდევ ერთხელ. ერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის გადაჯგუფება ერთი ადგილიდან მეორეზე. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ 1 ასეულების ადგილიდან. ერთის აღება ასეულებიდან გახდის მას 5-ს. ეს სინამდვილეში არის 100-ის მოკლება. ეს მართლა ხდის ამას 500-ს. შეგვიძლია ეს 100 მივუმატოთ ნებისმიერ ადგილს, მაგრამ მოდით დავამატოთ ათეულების ადგილზე. ჩვენ ვუმატებთ 100-ს ათეულების ადგილს. თუ ეს 100 დავამატებთ ათეულების ადგილს უკვე გაქვთ 70 აქ, რისი ტოლი იქნება ეს? ეს იქნება 170-ის ტოლი. როგორ გამოვსახავთ ამას რომ ათეულია? 170 არის 17 ათეული. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვთქვათ რომ 7 გახდება 17. გავაგრძელოთ გაკეთება. შეგვიძლია გადავაჯგუფოთ ათეულებიდან ერთეულების ადგილზე. მაგალითად, შეგვიძლია ეს 10 ათეულების ადგილიდან გადავიტანოთ ერთეულების ადგილზე. მოდით გავაკეთოთ. ავიღოთ 10 აქედან. ეს გახდება 160. ეს გახდება 16. და ეს 10 დავამატოთ ერთეულების ადგილზე. რა გახდება ახლა ერთეულების ადგილი? 10-ს დამატებული 5 არის 15. ეს 5 ახლა არის 15. კიდევ სხვა ვალიანტი გავაკეთოთ. გავაკეთოთ რამე გიჟური. ავიღოთ 200 ასეულების ადგილიდან. ეს იქნება ახლა 4, ეს გახდება 400. ეს არის რასაც 4 წარმოადგენს ახლა. და ეს 100 დავამატოთ ათეულების ადგილს. და კიდევ ერთი 100 დავამატოთ ერთეულების ადგილს. სხვა სიტყვებით, მე უბრალოდ ვაჯგუფებ ამ 200-ს. ეს 200 ავიღე ასეულების ადგილიდან, და ვამატებ მას ამ სხვა მნიშვნელობებზე. ახლა ათეულების მნიშვნელობა იქნება 170. აქ გვექნება 170, რაც არის 17 ათეული. შეგიძლიათ თქვათ რომ ათეულების მნიშვნელობა ახლა არის 17. და ერთეულების ადგილი, მე მქონდა 5, და ახლა უნდა დავუმატო მას 100. ეს იქნება 105. და 105 ერთეული არის პირდაპირ 105. და ყურადღებით, ეს არის 400-ს დამატებული 17 ათეული, რაც ნიშნავს 170-ს დამატებული 105. თქვენ შეკრიბეთ ესენი, ისევ მიიღებთ 675. გავაკეთოთ კიდევ ერთხელ. ავიღოთ ყველაფერი ასეულების ადგილიდან. ეს იქნება 0. და დავამატოთ 400 ათეულების ადგილს. გავხადოთ ეს 470. ეს გახდის მას 470-ს, რაც არის იგივე 47 ათეული. და კიდევ მაქვს 200 რომ დავამატო ერთეულების ადგილს. მოდით გავაკეთებ. და კიდევ მაქვს 200 რომ დავამატო ერთეულების ადგილს. ეს 5-დან გადაიქცევა 205-ად. კიდევ ერთხელ, სულ რაც გავაკეთე არის რომ გადავაჯგუფე 675-ის თანრიგები. ამათგან ყველა გამოსახავს 675-ს. შეგიძლიათ შეკრიბოთ ეს რიცხვები. ყველას ჯამი იქნება 675.