If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:09

რიცხვის ჩაწერა სტანდარტული ფორმით

თანრიგი

ვიდეოს აღწერა

დაწერეთ ექვსას ორმოცდახუთი მილიონ ხუთას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხას სამოცდაორი სტანდარტული ფორმით. მოდით, ეს ნაწილ ნაწილ გავიაროთ. პირველი ნაწილი არის ექვსასი და ორმოცდახუთი მილიონი. ექვსას ორმოცდახუთი მილიონი დავფიქრდეთ ამაზე. ჩვენ გვაქვს ექვსას ორმოცდახუთი. მაგრამ ეს არაა მხოლოდ ექვსას ორმოცდახუთი. ჩვენ გვაქვს ექვსას ორმოცდახუთი მილიონი. ეს რიცხვი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც 645-ჯერ 1,000,000. ერთი მილიონი არის ერთიანი, რომელსაც მოსდევს ექვსი ნული. ასე რომ, ამ ორ ჩანაწერს ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს. ეს არის ექვსას ორმოცდახუთი მილიონი. და რა გამოვა თუ ჩავწერთ? ჩვენ რომ ეს ორი რიცხვი გადავამრავლოთ, გამოვა 645-ჯერ ერთიანი ექვსი ნულით იქნება ექვსასი, მოდით ასე დავწერ. ეს იქნება 645 და შემდეგ ექვსი ნული. ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი. ეს რიცხვის მხოლოდ ნაწილია. ძალიან ნელა შევასრულებ დავალების ცალკეულ ნაწილებს, მაგრამ ცოტას რომ ივარჯიშებთ მიხვდებით, რომ ეს უკვე თავისთავად გამოგდით, და ყველა ამ ნაბიჯის ხელახლა გავლა აღარ მოგიწევთ. თქვენ უბრალოდ დაწერთ შესაბამის რიცხვს. მოდით გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ჩვენ გვაქვს ხუთას ოთხმოცდაოთხი. მოდით, დავწერ. მოდით, ასე დავწერ. 584 ათასი. 584 ათასი. მოდით დავწერ ათასს. 584 ათასი. ეს არი 584-ჯერ ათასი. და რა გამოგვივა? აი, სწორედ ეს ნაწილი. ასე რომ, 584-ჯერ ათასი რისი ტოლი იქნება? ეს იქნება 584, რომელსაც მარვნივ უნდა მივუწეროთ სამი ნული. ან შეგვიძლია განვიხილოთ 584-ჯერ ერთი, საბოლოო პასუხად უნდა მივუწეროთ სამი ნული. ეს იქნება 584,000. ჩვენ სამი ნული დავწერეთ ბოლოში. 584, სამი ნული. ეს კიდევ ერთი ნაწილია. და ბოლოს, ჩვენ გვაქვს ოთხას სამოცდაორი ეს არის უბრალოდ 462. შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც 462 ერთეული. ასე რომ თქვენ გაქვთ 462, რაც ერთმნიშვნელოვნად უდრის 462-ს. ჩვენი რიცხვი კი ყველაფერ ამის კომბინაციაა. ეს არის 645,000,000 და 584,000 და 462. ერთი გზა ამ რიცხვების გასაერთინებლად არის ამ სამი რიცხვის შეკრება. თუ შევკრებთ ამ სამ რიცხვს, მივიღებთ 645,584,462-ს. როგორც გითხარით, სულ ცოტა ხანში ამ ყველაფერს თავისთავად გააკეთებთ და ერთ-ერთი გზა, თუ როგორ უნდა იფიქროთ ამაზე, ყველაზე მარტივი გზა არის გახსოვდეთ, რომ მილიონს მარჯვნივ ვუწერთ ექვს ნულს, ათასებს ვუწერთ სამ ნულს. და ასეული რიცხვები, რომელსაც ბოლოში აღარ ვუწერთ დამატებით ნულებს. რა შეგიძლიათ გააკეთოთ, როდესაც სწავლოთ ასეთი რთული რიცხვების წერას? უყურებთ ექვსას ორმცდახუთ მილიონს, წერთ 645-ს და გონებაში იმახსოვრებთ რომ დამატებით უნდა დაწეროთ კიდევ ექვსი ციფრი მარჯვნივ. შემდეგ კი წარმოთქვამთ ხუთას ოთხმცდაოთხი ათასი, ანუ თქვენ გაქვთ ხუთას ოთხმოცდაოთხი ათასი, რასაც წერთ - 584, და გონებაში იმახსოვრებთ რომ კიდევ სამი ციფრი უნდა დაწეროთ მარჯვნივ. ჩვენთვის რომ არ ეთქვათ 462, ჩვენ მხოლოდ სამ ნულს დავწერდით, და ასე შევავსებდით ექვს ნულს რომელიც 645-ის შემდეგ უნდა დაგვეწერა. მაგრამ ჩვენ გვითხრეს 462, ასე რომ ჩვენ ამას ვწერთ აქ. 462.