If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

დაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევა და ექსპერიმენტი

ჩვენ ვიკვლევთ, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია და გამოვიტანოთ დასკვნა. გამოტანილი დასკვნის ტიპი დამოკიდებულია გამოყენებულ კვლევის მეთოდზე:
  • დაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევისას შერჩევით ერთობლიობას მასზე გავლენის მოხდენის გარეშე ვაფასებთ ან ვიკვლევთ.
  • გაკონტროლებული ექსპერიმენტსას ადამიანებს თუ ნივთებს ვალაგებთ ჯგუფებად და ერთ ჯგუფზე ვახდენთ ზემოქმედებას, ხოლო მეორეზე – არა.

1–ლი ამოცანა: ჩაის დალევა დაძინებამდე

კვლევისას შემთხვევითად შერჩეულ მოზარდებს ჰკითხეს, თუ ძილის წინ რა ჩვევა აქვთ. მონაცემებმა აჩვენა, რომ იმ ხალხს, ვინც ძილის წინ ფინჯან ჩაის სვამდა, უფრო სავარაუდოა, რომ მალე დაეძინება, ვიდრე მათ, ვინც არ სვამდა.
შეკითხვა a
კვლევის რა მეთოდი იყო ეს?
აირჩიეთ 1 პასუხი:

სხვა კვლევისას შემთხვევით არჩეული მოზარდები ორ ჯგუფად დაიყო. ერთ ჯგუფს უთხრეს, ერთი კვირის განმავლობაში ყოველ ღამე დაელიათ ჩაი, ხოლო მეორეს უთხრეს, არ დაელიათ. მკვლევარებმა შემდეგ შეადარეს, თითოეულ ჯგუფს როდის ეძინებოდა.
შეკითხვა b
კვლევის რა მეთოდი იყო ეს?
აირჩიეთ 1 პასუხი:

მე–2 მედია: სოციალური მედია და ბედნიერება

კვლევამ შემთხვევით გაანაწილა მოხალისეები ორ ჯგუფში:
  • ერთ ჯგუფის წევრებს დაევალათ, ესარგებლათ სოციალური მედიით, როგორც აქამდე სარგებლობდნენ.
  • მეორე ჯგუფს დაებლოკა სოციალური მედია.
მკვლევარებმა ნახეს, თუ რომელი ჯგუფი გამოიყურებოდა უფრო ბედნიერად.
შეკითხვა a
კვლევის რა მეთოდი იყო ეს?
აირჩიეთ 1 პასუხი:

სხვა კვლევისას შეისწავლეს შემთხვევით შერჩეული ადამიანების სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ჩვევები. თითოეული ადამიანი კლასიფიცირდა, როგორც სოციალური მედიის მსუბუქი, საშუალო და მძიმე მომხარებელი. მკვლევარებმა ნახეს, თუ რომელი ჯგუფი გამოიყურებოდა უფრო ბედნიერად.
შეკითხვა b
კვლევის რა მეთოდი იყო ეს?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.