If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მათემატიკა II > თემა 14

გაკვეთილი 1: ალბათობის საფუძვლები

ალბათობა: საფუძვლები

გაიგეთ, რას ნიშნავს ალბათობა და რატომ არის ის სასარგებლო.
ალბათობა უბრალოდ ნიშნავს რამდენად მოსალოდნელია, რომ რამე მოხდება.
როდესაც ზუსტად არ ვიცით, რა შედეგს მოიტანს მოვლენა, შესაძლოა, თითოეული შედეგის დადგომის ალბათობაზე ვისაუბროთ—რამდენად მოსალოდნელია მათი მოხდენა. ალბათობით განსაზღვრულ მოვლენათა ანალიზს სტატისტიკა ეწოდება.
ალბათობის გასაგებად საუკეთესო მაგალითი არის მონეტის აგდება:
შესაძლო შედეგი მხოლოდ ორია—ან ავერსი მოვა, ან - რევერსი.
რა არის იმის ალბათობა, რომ მონეტა ავერსით ზემოთ დაეცემა? ალბათობის გამოსათვლელად შეგვიძლია ეს ფორმულა გამოვიყენოთ:  P(H)=?. ალბათ, ინტუიციითაც ხვდებით, რომ ამ მოვლენის ალბათობა ერთი მეორედია, ანუ, 50%.  მაგრამ საიდან ვიღებთ ამ შედეგს?  ალბათობა =
კონკრეტული შედეგის მოხდენის ალბათობის დასათვლელი ფორმულა
ამ შემთხვევაში:
ალბათობა იმისა, რომ მონეტა ავერსით ზემოთ დავარდება
ხდომილობის ალბათობა = (# მისი მოხდენის გზები) / (შედეგების მთლიანი რაოდენობა)
P(A) = (A-ს მოხდენის შესაძლებლობების რაოდენობა) / (შედეგების მთლიანი რაოდენობა)
მაგალითი 1
ამ შემთხვევაში სულ ექვსი განსხვავებული შედეგი შეიძლება მივიღოთ.
კამათლის გაგორებისას მოსალოდნელი განსხვავებული შედეგები
რა არის ‘1’-ის გაგორების ალბათობა?
კამათელზე ერთიანის ამოსვლის ალბათობის დასათვლელი ფორმულა
რა არის კამათელზე 1-ის ან 6-ის ამოსვლის ალბათობა?
კამათლის გაგორებისას ერთიანის ან ექვსიანის მოსვლის ალბათობა
ზემოთ მოცემული ფორმულის გამოყენებით:
ალბათობის ფორმულის გამოყენება
რა არის ლუწი შედეგის (მაგალითად, 2-ის, 4-ის ან 6-ის) მიღების ალბათობა?
ლუწი რიცხვის გაგორების ალბათობა. ფორმულა და ამოხსნა
რჩევები
  • რამე მოვლენის ალბათობა მხოლოდ 0-სა და 1-ს შორის შეიძლება იყოს. შეიძლება, პროცენტის სახითაც ჩაიწეროს.
  • The probability of event A is often written as P(A).
  • If P(A)>P(B), then event A has a higher chance of occurring than event B.
  • თუკი P(A)=P(B), მაშასადამე, A და B მოვლენები თანაბარალბათურია.
შემდეგი ნაბიჯი:
ივარჯიშეთ ალბათობის საბაზისო უნარებში ხანის აკადემიაზე — გამოიყენეთ ჩვენი სავარჯიშო კითხვები მინიშნებებითა და პასუხებით!
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.