If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ერთწევრების გამრავლება: მიმოხილვა

ერთწევრი არის მრავალწევრი, რომელსაც მხოლოდ ერთი წევრი აქვს. მაგალითად, 2a^5 არის ერთწევრი. ეს სტატია მიმოიხილავს ერთწევრების გამრავლებას (მაგ. 2a^5 * 3a^2 = 6a^7).
ერთწევრი არის იგივე მრავალწევრი, მხოლოდ ერთი წევრით, როგორიცაა 2x ან 7y. ერთწევრთა გამრავლების ცოდნა აუცილებელია ზოგადად ორწევრთა და მრავალწევრთა გამრავლებისათვის. ამიტომ, რამდენიმე მაგალითის მიმოხილვა კარგი აზრია.

მაგალითი 1

გაამარტივეთ.
(4x2)(7x3)
როდესაც რიცხვი ცვლადის გვერდით წერია, ეს ნიშნავს, რომ ისინი გამრავლებულია ერთმანეთზე. ანუ,
(4x2)(7x3)
იგივეა, რაც
(4)(x2)(7)(x3).
ახლა შეგვიძლია, ადგილები გავუცვალოთ მამრავლებს, რადგან გამრავლება გადანაცვლებადია (ანუ, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიმდევრობით გავამრავლებთ მამრავლებს).
(4)(7)(x2)(x3)
შემდეგ გავამარტივოთ და ამით მოვრჩებით!
28x5

მაგალითი 2

გაამარტივეთ.
(8a2)(5a6)
როდესაც რიცხვი ცვლადის გვერდით წერია, ეს ნიშნავს, რომ ისინი გამრავლებულია ერთმანეთზე. ანუ,
(8a2)(5a6)
იგივეა, რაც
(8)(a2)(5)(a6).
ახლა შეგვიძლია, ადგილები გავუცვალოთ მამრავლებს, რადგან გამრავლება გადანაცვლებადია (ანუ, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიმდევრობით გავამრავლებთ მამრავლებს).
(8)(5)(a2)(a6)
შემდეგ გავამარტივოთ და ამით მოვრჩებით!
40a8
გინდათ სხვა მაგალითის ნახვა? იხილეთ ეს ვიდეო.

ვარჯიში

ამოცანა 1
გაამარტივეთ.
(7h3)(3h7)

მეტი ვარჯიში გინდათ? ნახეთ ეს სავარჯიშო. აგრეთვე, იხილეთ ეს რთული სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.