If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორწევრების გამრავლება: მიმოხილვა

ორწევრი არის მრავალწევრი ორი წევრით. მაგალითად, x2 და x6 ორივე ორწევრია. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გავამრავლოთ ეს ორწევრები.

მაგალითი 1

გაშალეთ გამოსახულება.
(x2)(x6)
გამოვიყენოთ განრიგებადობის კანონი
(x2)(x6)=x(x6)2(x6)
კვლავ გამოვიყენოთ განრიგებადობის კანონი.
=x(x)+x(6)2(x)2(6)
შევნიშნოთ კანონზომიერება. პირველი ორწევრის ყოველი წევრი გავამრავლეთ მეორე ორწევრის ყოველ წევრზე.
გაამარტივეთ.
=x26x2x+12=x28x+12

მაგალითი 2

გაშალეთ გამოსახულება.
(a+1)(5a+6)
გამოვიყენოთ განრიგებადობის კანონი
(a+1)(5a+6)=a(5a+6)+1(5a+6)
კვლავ გამოვიყენოთ განრიგებადობის კანონი.
=a(5a)a(6)+1(5a)+1(6)
შევნიშნოთ კანონზომიერება. პირველი ორწევრის ყოველი წევრი გავამრავლეთ მეორე ორწევრის ყოველ წევრზე.
გაამარტივეთ:
5a2a+6
ორწევრების გამრავლებაზე მეტის სწავლა გინდათ? ნახეთ ეს ვიდეო.

ვარჯიში

ამოცანა 1
გაამარტივეთ.
პასუხი ჩაწერეთ კვადრატული განტოლების სტანდარტული ფორმით.
(x+1)(x6)

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.