If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ფორმულებით მანიპულაცია: ფართობი

სალი სამკუთხედის საიმღლის საპოვნელად ფართობის გამოსათვლელ ფორმულას გარდაქმნის და ამ გზით პოულობს სიმაღლეს. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

სამკუთხედის ფართობის ფორმულაა: a უდრის 1/2 bh–ს. სადაც a არის ფართობი, b არის ფუძის სიგრძე, h კი არის სიმაღლე. ფართობი უდრის ფუძის სიგრძისა და სიმაღლის ნამრავლის ნახევარს. დაწერეთ ეს ფორმულა სიმაღლისთვის. წაიკითხეთ ამოცანა. წარმოიდგინეთ. მოდით დავხაზავ სამკუთხედს, ვიცით რამდენია b და h. ეს მანძილი აქ არის b, ეს მანძილი არის სიმაღლე. ახლა უნდათ, რომ ვიპოვოთ სიმაღლე. ფორმულა არის A = 1/2bh. უნდა ვიპოვოთ h. გამოვყოთ h ცალკე მხარეს. ეს არის მარჯვენა მხარეს, მოვიშოროთ დანარჩენი მარჯვენა მხრიდან. ერთი მოქმედებით გავაკეთებ ამას. საუკეთესო გზა 1/2-ის მოსაშორებლად არის, რომ გავამრვალოთ ორზე, გავამრავლოთ ორივე მხარე. მოდით გავამრავლოთ. გაიხსენეთ, რასაც გააკეთებთ ერთ მხარეს, იგივე უნდა გააკეთოთ მეორე მხარესაც. ორჯერ 1/2 უდრის ერთს. თუ გავამრავლებთ ერთ მხარეს, გვექნება bh. მეორე მხარეს, გვაქვს 2A. თითქმის მოვრჩით. თუ გვინდა გამოვყოთ h, შეგვიძლია გავყოთ განტოლების ორივე მხარე b-ზე. ყოფთ ორივე მხარეს b-ზე. რას მიიღებთ? მარჯვნივ b-–ები გაბათილდება, მივიღებთ h უდრის 2A/b. გავაკეთეთ. ვიპოვეთ ამ ფორმულაში სიმაღლე. ეს მაშინ გამოგადგებათ, თუ ვინმე გეტყვით, რომ უნდა იპოვოთ სამკუთხედის სიმაღლე ფართობისა და ფუძის სიგრძის გამოყენებით.