If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მათემატიკა II > თემა 3

გაკვეთილი 4: მრავალწევრების მამრავლებად დაშლა საერთო გამყოფების მეშვეობით

მამრავლებად დაშლა განრიგებადობის კანონით

სალი გვაჩვენებს, როგორ გარდავქმნათ გამოსახულება 4x+18 შემდეგ გამოსახულებად: 2(2x+9). შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს ოთხ x-ს პლუს 18 და გვინდა, რომ ის გადავწეროთ ისე, რომ მივიღოთ ორი გამოსახულების ნამრავლი. ფრჩხილებს გარეთ გატანა უნდა ვცადოთ. ამისთვის უნდა გავარკვიოთ, აქვთ თუ არა ოთხ x-სა და 18-ს საერთო გამყოფები? შემდეგ კი ეს საერთო გამყოფი გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. რეალურად, უნდა გამოვიყენოთ განრიგებადობის საპირისპირო მოქმედება. რა არის უდიდესი გამოსახულება, რომელზეც იყოფა ოთხი x-იც და 18-იც? ოთხი x იყოფა ორზე, რადგან ვიცით, რომ ოთხი იყოფა ორზე. 18-იც იყოფა ორზე, ანუ შეგვიძლია, რომ ოთხი x ჩავწეროთ ორჯერ ორ x-ად. თუ გადავამრავლებთ ისევ ოთხ x-ს მივიღებთ. 18 კი ჩავწეროთ ორჯერ ცხრად. განრიგებადობის კანონის გამოყენებისას, ასეთი სურათი გვაქვს ხოლმე. ახლა კი ორიანი ფრჩხილებს გარეთ გაგვაქვს. ორი უნდა გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ - მივიღებთ ორჯერ ორ x-ს პლუს ცხრას. ფრჩხილებს თუ გავხსნიდით, მივიღებთ ორჯერ ორ x-ს პლუს ორჯერ ცხრას. ამ გამოსახულებას მივიღებდით, რომელსაც ამად გარდავქმნიდით. ესეც ასე, მივიღეთ ორი გამოსახულების ნამრავლი - ორჯერ ორ x-ს პლუს ცხრა. მოდით, კიდევ ერთი გავაკეთოთ. ვთქვათ, გვაქვს 12-ს პლუს-- რამე საინტერესო მოვიფიქროთ-- 32x. მოდით, მრავალფეროვნებისთვის y იყოს - 12-ს პლუს 32y. რა არის 12-ისა და 32-ის უდიდესი საერთო გამყოფი? ორივე იყოფა ორზე, თუმცა ისინი ოთხზეც იყოფიან. ოთხზე უფრო დიდ არცერთ რიცხვზე არ იყოფა ერთად 12–ცა და 32–ც. უდიდესი საერთო გამყოფი ოთხი ყოფილა. y მხოლოდ მეორე წევრზე იყოფა, პირველზე არა. უდიდესი საერთო გამყოფი ოთხი ყოფილა. ორივე გადავწეროთ ოთხისა და რაღაცის ნამრავლად. მაგალითად, 12 ჩავწეროთ, როგორც ოთხჯერ სამი. 32 კი-- აქ პლუსი გვექნება-- 32 y-ს თუ გავყოფთ ოთხზე, მივიღებთ რვა y-ს. ახლა ოთხი გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. მივიღებთ ოთხჯერ სამს პლუს რვა y-ს. რაც უფრო მეტ მაგალითს გააკეთებთ, მიხვდებით, რომ ამ ყველაფრის ერთ ნაბიჯად გაკეთება შეგიძლიათ. შეხედვისთანავე დაფიქრდებით,თუ რა არის ამათი უდიდესი საერთო გამყოფი და გაიტანთ ფრჩხილებს გარეთ. 12 გაყოფილი ოთხზე სამია, 32y გაყოფილი ოთხზე რვა y-ია.