If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წერტილ-დახრილობის ფორმა (მიმოხილვა)

მიმოვიხილოთ წერტილ-დახრილობის ფორმა და გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ ის ამოცანების ამოსახსნელად.

რა არის წერტილ-დახრილობის ფორმა?

წერტილ-დახრილობა არის ორცვლადიანი წრფივი განტოლებების სპეციფიკური ფორმა:
yb=m(xa)
როცა განტოლება ასეთი ფორმითაა მოცემული, m გვაჩვენებს წრფის დახრილობას და (a,b) არის წერტილი, რომელზეც წრფე გადის.
ეს ფორმა დახრილობის ფორმულიდან არის ნაწარმოები.
გინდათ, მეტი გაიგოთ წერტილ-დახრილობის ფორმაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

წერტილ–დახრილობის განტოლების პოვნა თვისებებისა და გრაფიკის მიხედვით

მაგალითი 1: განტოლება დახრილობისა და წერტილის მიხედვით

ვთქვათ, გვინდა, იმ წრფის განტოლების პოვნა, რომელიც გადის წერტილზე (1,5) და რომლის დახრილობაა 2. ჩვენ უბრალოდ ჩავსვამთ m=2-ს, a=1-სა და b=5-ს წერტილ-დახრილობის ფორმაში!
y5=2(x1)

მაგალითი 2: განტოლება ორი წერტილის მიხედვით

ვთქვათ, გვინდა იმ წრფის განტოლების პოვნა, რომელიც გადის წერტილებზე (1,4) და (6,19). პირველ რიგში, ორი წერტილის საშუალებით ვიპოვით დახრილობას:
დახრილობა=19461 =155=3
ახლა ავიღებთ ერთ-ერთ წერტილს, ავიღოთ (1,4), და დავწეროთ წერტილ-დახრილობის ფორმის განტოლება:
y4=3(x1)
ამოცანა 1
წერტილ-დახრილობის ფორმაში ჩაწერეთ იმ წრფის განტოლება, რომელიც გაივლის (7,3) წერტილში და რომლის დახრის კოეფიციენტიცაა 2.

გინდათ, სცადოთ უფრო მეტი მსგავსი ამოცანა? ნახეთ ეს სავარჯიშო.

იპოვეთ თვისებები და გრაფიკი წერტილ-დახრილობის ფორმის განტოლების მიხედვით

როცა წრფივი გამოსახულება გვაქვს წერტილ–დახრილობის ფორმით, სწრაფად შეგვიძლია, ვიპოვოთ ამ წრფის დახრილობა და წერტილი, რომელზე გადის ის. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს, ავაგოთ მისი გრაფიკი.
განიხილეთ y1=2(x3) განტოლება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შესაბამისი წრფე გადის (3,1) წერტილზე და მისი დახრილობაა 2. ახლა შეგვიძლია, ავაგოთ წრფის გრაფიკი:
ამოცანა 1
რას უდრის y5=4(x8) წრფის დახრილობა?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
რომელ წერტილზე გადის წრფე?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.