If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კვადრატული ფესვი ათწილადიდან

გაიგეთ როგორ ამოიყვანოთ ფესვი ათწილადიდან. ამ ვიდეოში ამოხსნილი იქნება შემდეგი განტოლება p^2 = 0.81.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ, თუ შევძლებთ, ამოვხსნათ განტოლება p კვადრატში ტოლია 0.81-ის. როგორ ამოვხსნათ? შემგვიძლია, ვთქვათ: შეხედეთ, გვაქვს p კვადრატში არის 0.81, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ p ტოლია პლიუს ან მინუს კვადრატული ფესვი 0.81-დან. გაიხსენეთ, აქ მხოლოდ კვადრატული ფესვი რომ დაგვეწერა, გვექნებოდა დადებითი ფესვი მაგრამ აქ p შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, რადგან თუ კვადრატში აგვყვას, უარყოფით რიცხვიც რომ იყოს, მაინც დადებით მნიშვნელობას მივიღებთ. შეგვიძლია დავწეროთ: პლიუს/მინუს კვადრატული ფესვი 0.81-დან, რაც, ასე თუ ისე, გვეხმარება: ეს არის იმავე გამოსახულების ჩაწერის კიდევ ერთი გზა. მაგრამ, მაინც, რა შეიძლება იყოს p? თქვენი ტვინი ალბათ მაშინვე იტყვის: "კარგი, რომ გვქონოდა pკვადრატში ტოლია 81-ის, მაშინ მეცოდინებოდა, რა ხდება, რადგან ვიცი, რომ ცხრაჯერ ცხრა არის 81." შემიძლია დავწერო, ცხრა კვადრატში ტოლია 81-ის ან ცხრა ტოლია კვადრატული ფესვი 81-დან. ეს ყველა ერთსა და იმავე შეჭმარიტებას ამბობს სამყაროს შესახებ. მაგრამ, რა ხდება 0.81-ის შემთხვევაში? 0.81-ს აქვს ორი ციფრი ათწილადის წერტილის შემდეგ, თუ რიცხვს, რომელსაც წერტილის შემდეგ ერთი ციფრი აქვს, გავამრავლებდი საკუთარ თავზე, ათწილადის წერტილის შემდეგ ორი ციფრი მექნებოდა. რა მოხდება, თუ ცხრის კვადრატის ნაცვლად, ავიღებ ნულ მთელ ცხრა მეათედს? მოდით, ამას დავწერ: ნული მთელი... სხვა ფერს გამოვიყენებ... ვთქვათ, მაქვს 0.9 კვადრატში. 0.9 კვადრატში იქნება 0.9 გამრავლებული 0.9-ზე, ეს იქნება... ცხრაჯერ ცხრა არის 81 და ათწილადის წერტილის შემდეგ მაქვს ერთი, ორი ციფრი, ანუ ნამრავლში ორი ციფრით მარცხნივ უნდა გადავიდეთ: ერთი, ორი და ეს მართლად 0.81-ია. 0.81 შემიძლია დავწერო, როგორც 0.9 კვადრატში. ანუ შეგვიძლია დავწეროთ, რომ P ტოლია პლიუს ან მინუს კვადრატული ფესვი. .. 0.81-ის ნაცვლად შემიძლია ავწერო 0.9 კვადრატში. სხვათა შორის, მინუს 0.9 კვადრატშიც შემიძლია დავწერო. თუ აქაც და აქაც მინუსს დავწერთ, მნიშვნელობა მაინც არ შეიცვლება, უარყოფითი გამრავლებული უარყოფითზე იქნება დადებითი. აქ შემიძლია დავწერო მინუს, რის გამოც აქ და აქ მექნება მინუსი. ორივე ვარიანტი სწორი იქნება, მაგრამ ჩვენეს არ გამოგვადგება, რადგან ჩვენ ვიღებთ დადებით ან უარყოფით ფესვს. ესე იგი, პასუხი იქნება p ტოლია პლიუს ან მინუს 0.9 პლიუს ან მინუს 0.9 ან შეგვიძლია დავწეროთ, რომ p ტოლია 0.9-ის ან p ტოლია მინუს 0.9-ის. შეგვიძლია, შევამოწმოთ: თუ ამათგან ნებისმიერს ავიყვანთ კვადრატში, მივიღებთ 0.81-ს.