If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მათემატიკა I > თემა 1

გაკვეთილი 1: წრფივი განტოლებები, რომელთა ორივე მხარესაც ცვლადებია

ცვლადები განტოლების ორივე მხარეს: 20-7x=6x-6

სალი ხსნის განტოლებას 20 - 7x = 6x - 6. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩვენ გვაქვს განტოლება 20-ს გამოვაკლოთ შვიდი გამრავლებული x-ზე უდრის ექვსი გამრავლებული x-ზე მინუს ექვსი. უნდა ვიპოვოთ x. ასეთ განტოლებას ასე გავაკეთებდი, მუდმივ წევრებს, ანუ 20-ს და მინუს ექვსს, უბრალოდ, განტოლების ერთ მხარეს დავწერთ. განტოლების მარჯვენა მხარეს დავწერ. შემდეგ ყველა x-ის შემცველ წევრს, ანუ 7x-ს და 6x , დავწერ განტოლების მარცხენა მხარეს. იმისათვის რომ მარცხნიდან გადმოვიტანოთ 20, მოდით ის გამოვაკლოთ. ეს რიცხვი გამოვაკლოთ მარცხენა მხარეს. ეს განტოლებაა, შესაბამისად რასაც შეასრულებთ მარცხნივ, იგივე მოქმედება უნდა შეასრულოთ მარჯვნივაც. თუ ეს ორი მხარე ერთმანეთის ტოლია, ისინი კვლავ ტოლი რომ იყოს ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ მარცხენა მხარეს, უნდა გავაკეთოთ მარჯვნივაც გამოვაკელი 20 მარცხენა მხარეს, ასევე გამოვაკლებ 20 მარჯვენა მხარეს. განტოლების მარცხენა მხარე - 20-ს გამოკლებული 20 ნულის ტოლია. ეს იყო მთელი არსი, ისინი ბათილდება. ამის დაწერა არც არის საჭირო. შემდეგ მაქვს მინუს 7x , ეს გადავიტანოთ ქვემოთ. მინუს შვიდი x. შედეგად ეს ტოლია განტოლების მარჯვენა მხარის. მაქვს 6x, მას არც ვუმატებ და არც ვაკლებ რაიმეს. მაგრამ მაქვს უარყოფით ექვსს გამოკლებული 20. თუ უკვე ექვსი ერთეულით ნულს ქვემოთ ვარ რიცხვით ღერძზე, დამატებით კიდევ 20 ერთეულით ქვემოთ ჩავდივარ, რაც უარყოფითი 26-ია. შემდეგ რაც უნდა გავაკეთოთ, ყველა x-ის შემცველი წევრი გადმოვიტანოთ მარცხნივ.. ეს 6x არ გვინდა აქ რომ იყოს, ამიტომ 6x ხომ არ გამოვაკლოთ ორივე მხარეს? მოდით 6x გამოვაკლოთ მარჯვენა მხარეს, და გამოვაკლოთ მარცხენა მხარეს, რა მივიღეთ? მარცხენა მხარეს, მინუს 7x-ს გამოვაკლოთ 6x, ეს მინუს 13x-ია. უარყოფითი შვიდი გამრავლებული ცვლადზე, მინუს ექვსი გამრავლებული ამავე ცვლადზე უდრის უარყოფით 13-ს გამრავლებულს ამ ცვლადზე. ამ მხარეს კი იქნება 6x-ს გამოკლებული 6x. ეს ასევე ბათილდება. სულ ეს იყო უარყოფითი 6x-ის გამოკლების მთელი არსი. ახლა გვაქვს უარყოფითი 26, ანუ მინუს 26, გააჩნია თქვენ როგორ უყურებთ, უარყოფითი 13x უდრის უარყოფით 26-ს. ახლა კი, ერთადერთი მიზანი x-ის გამოთვლაა. გვაქვს მინუს 13 გამრავლებული x-ზე. საუკეთესო გზა ამის გამოსათვლელად, თუ ჩვენ გვაქვს რაღაც გამრავლებული x-ზე, სწორედ ამ რიცხვზე რომ გავყოთ, ჩვენ გამოვითვლით x-ს. მოდით გავყოთ უარყოფით 13-ზე. უკვე იცით, რომ რასაც გააკეთებთ განტოლების ერთ მხარეს, უნდა გააკეთოთ ასევე განტოლების მეორე მხარეს. გავყოთ განტოლების ორივე მხარე მინუს 13-ზე. შედეგად, რა მივიღეთ მარცხენა მხარეს? უარყოფითი 13x გავყოთ 13-ზე, ეს იქნება უბრალოდ x. თქვენ ამრავლებთ რაღაც რიცხვს x-ზე, და შემდეგ ყოფთ ამავე რიცხვზე, დაგრჩებათ მხოლოდ x. შესაბამისად, მარცხენა მხარე გახდა უბრალოდ x. x უდრის მინუს 26 გაყოფილი მინუს 13-ზე. ეს ხომ დადებითი ორის ტოლია? უარყოფითი გაყოფილი უარყოფითზე დადებითია. 26 გაყოფილი 13-ზე უდრის ორს. სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი. ეს არის ჩვენი პასუხი. მოდით დავრწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად სწორია. ესაა სახალისო ალგებრაში. ყოველთვის შეგიძლიათ პასუხში დარწმუნება. მოდით ჩავსვათ ცვლადი პირველად განტოლებაში. ჩვენ გვაქვს 20-ს მინუს შვიდჯერ x, x უდრის ორს, მინუს შვიდი გამრავლებული ორზე უდრის ექვსი გამრვლებული x-ზე, ჩვენ ამოვხსენით x, ეს იქნება ორი, მინუს ექვსი. მოდით დავრწმუნდეთ რომ მარცხენა მხარე უდრის მარჯვენა მხარეს. მარცხენა მხარე შეგვიძლია გავამრტივოთ, 20-ს გამოვაკლოთ შვიდი გავამრავლოთ ორზე, რაც უდრის 14-ს. 20-ს მინუს 14 უდრის ექვსს. ეს არის მარცხენა მხარის მნიშვნელობა. მარჯვნივ გვაქვს ექვსი გამრავლებული ორზე, რაც უდრის 12-ს გამოკლებული ექვსი. 12-ს გამოვაკლოთ ექვსი უდრის ექვსს. და მართლაც, ორივე მხარე ერთმანეთის ტოლია, სწორი პასუხი მივიღეთ.