ძირითადი მასალა
ინტეგრალური კალკულუსი
კურსი: ინტეგრალური კალკულუსი > თემა 1
გაკვეთილი 2: მიახლოებითი მნიშვნელობის პოვნა რიმანის ჯამის გამოყენებით- რიმანის მიახლოების გაცნობა
- რიმანის ჯამით გადაჭარბებით და ნაკლებობით შეფასება
- მარცხენა და მარჯვენა რიმანის ჯამები
- დამუშავებული მაგალითი: რიმანის ჯამის პოვნა ცხრილის გამოყენებით
- მარცხენა და მარჯვენა რიმანის ჯამები
- დამუშავებული მაგალითი: რიმანის ჯამით გადაჭარბებით და ნაკლებობით შეფასება
- რიმანის ჯამით გადაჭარბებით და ნაკლებობით შეფასება
- შუაწერტილების ჯამები
- ტრაპეციული ჯამები
- ტრაპეციის წესის გაგება
- შუაწერტილი და ტრაპეციული ჯამი
- რიმანის ჯამების მიმოხილვა
- ამოცანები გადაადგილებაზე რიმანის ჯამის მიახლოებით
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
რიმანის ჯამების მიმოხილვა
მიმოიხილეთ, თუ როგორ გამოიყენება რიმანის ჯამი და ტრაპეციული წესი მრუდის ქვეშ ფართობის მიახლოებითი მნიშვნელობის საპოვნელად.
რა არის რიმანის ჯამები?
რიმანის ჯამი არის მრუდის ქვეშ ფართობის მიახლოება მისი ბევრ მარტივ ფიგურად დაყოფით (როგორიცაა მართკუთხედები ან ტრაპეციები).
რიმანის მარცხენა ჯამში ფართობს მიახლოებით გამოვთვლით მართკუთხედების გამოყენებით (ძირითადად ვიყენებთ თანაბარი სიგანის მართკუთხედებს), სადაც თითოეული მართკუთხედის სიმაღლე უდრის ფუნქციის მნიშვნელობას მისი ფუძის მარცხენა ბოლოში.
რიმანის მარჯვენა ჯამში თითოეული მართკუთხედის სიმაღლე უდრის ფუნქციის მნიშვნელობას მისი ფუძის უკიდურეს მარჯვენა წერტილში.
რიმანის ცენტრალურ ჯამში თითოეული მართკუთხედის სიმაღლე უდრის ფუნქციის მნიშვნელობას მისი ფუძის შუაწერტილში.
აგრეთვე შეგვიძლია, ფართობის მიახლოებით გამოსათვლელად გამოვიყენოთ ტრაპეციები (ამას ეწოდება ტრაპეციის მეთოდი). ამ შემთხვევაში თითოეული ტრაპეცია ეხება მრუდს მისი ორივე ზედა წვეროთი.
თითოეული მიახლოების შემთხვევაში, რაც უფრო მეტ ფიგურას გამოვიყენებთ, მით უფრო ზუსტად გამოვთვლით რეალურ ფართობს.
ამ შემთხვევაში რესურსები განსხვავებულია, მაგრამ ნებისმიერ მიახლოებას, რომელიც მართკუთხედებს იყენებს, ვეძახით რიმანის ჯამს, ხოლო ნებისმიერ მიახლოებას, რომელიც ტრაპეციებს იყენებს, ვეძახით ტრაპეციულ ჯამს.
გსურთ, ისწავლოთ მეტი რიმანის ჯამების შესახებ? იხილეთ ეს ვიდეო.
სავარჯიშოები 1: ფართობის მიახლოებით გამოთვლა რიმანის ჯამების გამოყენებით
გსურთ, მეტი ასეთი ამოცანა აკეთოთ? იხილეთ ეს სავარჯიშო.
სავარჯიშოები 2: ფართობის მიახლოებით გამოთვლა ტრაპეციის მეთოდის გამოყენებით
გინდათ, სცადოთ უფრო მეტი მსგავსი ამოცანა? ნახეთ ეს სავარჯიშო.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.