თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

პარალელური გადატანის მიმოხილვა

მიმოიხილეთ პარალელური გადატანის საფუძვლები და შემდეგ შეასრულეთ რამდენიმე პარალელური გადატანა.

რა არის პარალელური გადატანა?

პარალელური გადატანა ისეთი გარდაქმნაა, რომლის დროსაც ფიგურის თითოეული წერტილი ერთსა და იმავე მანძილითა და მიმართულებით გადაგვაქვს.
აი, აქ XYZ გადაგვაქვს ლურჯ სამკუთხედში.
შედეგად ახალ ფიგურას ვიღებთ, რომელსაც ანასახს ვუწოდებთ. ანასახი თავდაპირველი ფიგურის ტოლია.
გინდათ, მეტი გაიგოთ სხვადასხვა ტიპის გარდაქმნაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

პარალელური გადატანის შესრულება

ფიგურის გადაადგილება შეგვიძლია ჰორიზონტალურად - x ღერძის გასწვრივ და ვერტიკალურად - y ღერძის გასწვრივ.
მაგალითი:
LMN გადაიტანეთ 4 ერთეულით x მიმართულებით და 2 ერთეულით y მიმართულებით.
4 ერთეულით x მიმართულებით გადატანა ნიშნავს მარცხნივ ჩაჩოჩებას 4 ერთეულით, ხოლო 2 ერთეულით y მიმართულებით გადატანა ნიშნავს ქვემოთ ჩასვლას 2 ერთეულით.
აქ LMN გადაგვაქვს ახალ სამკუთხედში.
გინდათ, გაიგოთ მეტი გადატანების შესრულებაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
„პარალელური გადატანის" ხელსაწყოს გამოყენებით იპოვეთ PQ და RS მონაკვეთების ანასახი, როცა ისინი გადაგვაქვს +9 ერთეულით x მიმართულებით და 6 ერთეულით y მიმართულებით.
უკაცრავად, კითხვის ეს ნაწილი აღარ არის ხელმისაწვდომი. 😅 არ ინერვიულოთ, ამ ნაწილზე არ შეფასდებით. განაგრძეთ წინსვლა!

გინდათ, სცადოთ მეტი ასეთი ამოცანა? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.