ძირითადი მასალა
საშუალო საფეხურის გეომეტრია
კურსი: საშუალო საფეხურის გეომეტრია > თემა 1
გაკვეთილი 4: ფართობი- პერიმეტრი და ფართობი
- სამკუთხედის ფართობი
- სამკუთხედების ფართობი
- სამკუთხედების ფართობი
- პარალელოგრამის ფართობი
- პარალელოგრამების ფართობი
- ტრაპეციების ფართობი
- ტრაპეციების ფართობი
- ფრანების ფართობი
- სამკუთხედის ფართობი ბადეზე
- ოთხკუთხედის ფართობი ბადეზე
- ბადეზე მოცემული ფიგურების ფართობები
- შედგენილი ფიგურების ფართობი
- შედგენილი ფიგურების პერიმეტრი და ფართობი
- შედგენილი ფიგურების ფართობი
- რთული ამოცანები: პერიმეტრი & ფართობი
- რადიუსი, დიამეტრი, წრეწირის სიგრძე და π
- რადიუსი და დიამეტრი
- წრის ფართობი
- წრის ფართობი
- გამუქებული ფართობი
- რადიუსი და დიამეტრი წრეწირის მიხედვით
- წრის წრეწირი
- წრის ფართობის არსი
- მრავალწახნაგა ფიგურების შლილები: შესავალი
- ზედაპირის ფართობი ბადის დახმარებით: მართკუთხა პრიზმა
- მრავალწახნაგის ბადეები
- ზედაპირის ფართობის პოვნა შლილების დახმარებით
- ზედაპირის ფართობი
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
მრავალწახნაგა ფიგურების შლილები: შესავალი
ალბათ, "მრავალწახნაგა ფიგურების შლილები" ჟღერს, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ცუდი ფილმი, რომელიც კაციჭამია, ბევრთავიან თევზზეა. რეალურად, მრავალწახნაგა ფიგურების შლილები ორგანზომილებიანი ფიგურებია, რომლებიც სამგანზომილებიან ფიგურებს გარს ეკვრის, როგორც საჩუქარს - ქაღალდი. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- მაინტერესებს წესიერი სამკუთხა პრიზმის ზედაპირის ფართობის ფორმულა(1 მოწონება)
- ცალ-ცალკე უნდა დაითვალო სამკუთხედების ფართობები, შემდეგ ოთხკუთხედების ფართობები და შეკრიბო(1 მოწონება)
ვიდეოს აღწერა
ამ ვიდეოში განვიხილავთ მრავალწახნაგებს. მრავალწახნაგა არის სამგანზომილებიანი ფიგურა,
რომელსაც გააჩნია ბრტყელი ზედაპირები და სწორი კიდეები. მაგალითად, კუბი მრავალწახნაგაა. ყველა ზედაპირი ბრტყელია, და ყველა გვერდი სწორია. აი, ეს არის მრავალწახნაგა. ოთხკუთხა პირამიდა მრავალწახნაგაა. მოდით, დავხაზავ. უფრო გასაგები გავხადოთ. სხვაფრად გავაფერადებ,
უფრო სახალისო იქნება. მოდით, ოთხკუთხა
პირამიდას ჟოლოსფრად გავაფერადებ. აქ არის ერთი ბრტყელი ზედაპირი გვექნება ოთხი
სამკუთხა ბრტყელი ზედაპირი, და აქ არის ოთხკუთხა პირამიდა. ეს ნამდვილად პირამიდაა,
მაგრამ რატომ ჰქვია ოთხკუთხა? იმიტომ, რომ ფუძე ოთხკუთხაა. ესენი იყო მრავალწახნაგას მაგალითები. მინდა, ვილაპარაკო
მრავალწახნაგას "ბადეზე". მოდით, ესეც გასაგები გავხადოთ, რათა მთლიანი მრავალწახნაგა დავინახოთ. ეს მთლიანი კუბი. მოდით ახლა
მრავალწახნაგას "ბადეზე" გადავიდეთ რა არის მრავალწახნაგას "ბადე"? მიდგომის ერთი გზა ასეთია, თუ ამას წარმოვიდგენთ მუყაოს ყუთად, რომელიც გაშლის შემდეგ
ბრტყელ ფორმას მიიღებს. მიდგომის მეორე გზაა - მუყაოსგან დამზადებული ყუთი როგორ უნდა დავკეცოთ, რომ ეს ფიგურები მივიღოთ? როგორ მოვიქცევით? თითო მრავალწახნაგასგან
შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა "ბადის" ფორმირება. შესაძლოა მათი
სამგანზომილებიან ფიგურად გადაქცევა. მოდი გავარჩიოთ მაგალითი, და ალბათ ყველაზე
მარტივი იქნება კუბის განხილვა. მოდი, გავაფერადოთ. ვთქვათ, კუბის ფუძე იყოს მწვანე. ასე წარმოვადგინოთ. ეს იქნება კუბის ფუძე. მწვანეა. ვთქვათ, კუბის უკანა მხარე ნარინჯისფერია. ასეთი იქნება. თითქოს გადმოვკეცეთ. კუბს რომ ვაბრტყელებდეთ,
დაახლოებით ასეთი იქნებოდა. ახლა ამ მეორე მხარეს გავაფერადებ ყვითლად. უკანა მხარეს გადავწევთ, მაგრამ დაკავშირებული
მაინც იქნება ამ გვერდთან ამ გვერდს მივაბამთ და გადავწევთ უკან. ასეთი იქნება დახაზული. დაახლოებით ხვდებით ალბათ. კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს, კუბის ეს გვერდი ბადეზე აი აქ იქნება. მოსაფიქრებელია კუბის
ზედა ნაწილი სად დავხაზოთ. მოდი, ვარდისფრად გავაფერადოთ. კუბის ზედა ნაწილი ვარდისფერია და უნდა მიუმაგრდეს რომელიმე გვერდს. შეგვიძლია რომელიმე
ამ გვერდს მივუმაგროთ. მოდი, აქ დავხაზოთ. ვთქვათ, ყვითელ გვერდსაა მიმაგრებული, როდესაც გადავწევთ, გავშლით უკანა მხარეს აღმოჩნდება. აი აქ იქნება. ახლა შეგვიძლია წინა ნაწილი გადმოვწიოთ. მწვანე გვერდს მივუმაგროთ. კუბის მხოლოდ ერთი ნაწილი დარჩება. შეგვიძლია რამდენიმე რაღაც გავაკეთოთ. პირველად, გადმოვწიოთ მარჯვენა მხარეს. მაშინ ამ გვერდს მივუხაზავდით. ან, შეგვიძლია,
უფრო საინტერესო რამ გავაკეთოთ, შეგვიძლია, შემოვატრიალოთ
ყვითელი გვერდის გასწვრივ. უკანა მხარეს. ამ შემთხვევაში დაკავშირებული
იქნებოდა ყვითელ კვადრატთან. როგორც ხედავთ,
"ბადის" აგების მრავალი გზა არსებობს. და როდესაც ზემოთ ამოვწევთ კვადრატებს, მივიღებთ კუბს. კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ. მოდი განვიხილოთ მართკუთხა პირამიდა, რადგან წინა ფიგურას მხოლოდ
კვადრატები ჰქონდა ზედაპირზე. უმჯობესი იქნება, დავიწყოთ ფუძით და განვაგრძოთ გვერდითა მხარეებით, რომლებსაც გადმოვწევთ. მაგალითად, შეგიძლიათ
ეს მხარე აიღოთ და გადმოწიოთ. ეს მხარეც აქეთ გადმოვშალოთ, ზუსტად ასე გამოიყურება. იმავე ზომის იქნება, რაც ნარინჯისფერია. ხელით ვაფერადებ
და იდეალური არ გამოდის. შემდეგ, შეგვიძლია ეს წინა მხარე ავიღოთ და კიდევ ერთხელ
ამ გვერდთან გადმოვწიოთ. ასეთი იქნება. საბოლოოდ კი ამ გვერდს ავიღებთ და ამ გვერდის გასწვრივ გადმოვწიოთ. ეს არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც მართკუთხა
პირამიდის ბადეს გამოსახავს სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი მიდგომით, შეგვიძლია მწვანე
გვერდის მოთავსების ნაცვლად, ეს გავაკეთოთ. ყვითელი გვერდის გასწვრივ გადავწიოთ. მოდი სხვაგვარად გავაკეთოთ. შეგვიძლია ასე გადმოვწიოთ,
ეს გვერდი რომ დავინახოთ. მოდი გავაფერადებ ამ გვერდს. ეს არის ლურჯი სამკუთხედის გვერდი. მწვანე სამკუთხედი რომ გადმოვწიოთ აქ, ასე გამოიყურება. გადმოვკეცოთ მწვანე სამკუთხედი. ვიმედოვნებ, ეს დაგეხმარებათ გარკვევაში. მრავალი გზა არსებობს
სამგანზომილებიანი ფიგურების გაშლის, ან თუ მუყაოსგან გსურთ რამის აწყობა. ხოლო ამ დაშლილ,
გაბრტყელებულ მრავალწახნაგებს ვუწოდებთ "ბადეებს".