ძირითადი მასალა
საშუალო საფეხურის გეომეტრია
კურსი: საშუალო საფეხურის გეომეტრია > თემა 1
გაკვეთილი 2: კუთხეები- კუთხეების გაზომვა გრადუსებში
- კუთხეების გაზომვა ტრანსპორტირის დახმარებით
- კუთხეების გაზომვა ტრანსპორტირის დახმარებით 2
- გაზომეთ კუთხეები
- მახვილი, მართი და ბლაგვი კუთხეები
- კუთხის სახეობები
- ვერტიკალური კუთხეები
- ვერტიკალური კუთხეები
- მოპირდაპირე კუთხეებით შედგენილ ტოლობაზე ვარჯიში
- მოპირდაპირე კუთხეებით შედგენილ ტოლობაზე ვარჯიში
- 90 და 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეები
- 90 და 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეები (ვიზუალით)
- განტოლებებში ვარჯიში 90 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეებით
- განტოლებები 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეებზე
- ვარჯიში კუთხეების დაჯამებაში
- კუთხეები, პარალელური ხაზები, & გადამკვეთი ხაზები
- პარალელული და პერპენდიკულარული წრფეები
- გამოტოვებული კუთხეები მკვეთი წრფის შემთხვავში
- პარალელური წრფეების კუთხეებს შორის კავშირი
- მკვეთი ხაზით შექმნილი კუთხეების ზომები
- ვარჯიში კუთხეების განტოლებებზე
- კუთხეების ტოლობის დამტკიცება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
მკვეთი ხაზით შექმნილი კუთხეების ზომები
სალი ხსნის განტოლებას და პოულობს გამოტოვებულ კუთხეებს, როდესაც მოცემულია ორი პარალელური ხაზი და ერთი მკვეთი. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მაქვს ორი
პარალელური წრფე. ეს პირველი წრფეა, ეს კი- მეორე წრფე. მივუთითებ, რომ
პარალელურები არიან --მგონი, უკეთაც
შემიძლია დავხაზო-- ახლა კი მკვეთს დავხაზავ. წრფე, რომელიც
ორივე პარალელურ წრფეს კვეთს ვთქვათ, გვეუბნებიან რომ ეს კუთხე უდრის 9x-ს პლუს 88. გრადუსებში. აგრეთვე, გვეუბნებიან, რომ ეს კუთხე 6x-ს პლუსს
182-ის ტოლია, ისევ გრადუსებში ჩემი კითხვაა, შეგვიძლია გავიგოთ
ამ კუთხეების ზუსტი მნიშვნელობა? თუ ესენი
პარალელური წრფეებია, ეს კი-მკვეთი? გირჩევთ დააპაუზოთ
ვიდეო და თქვენით სცადოთ გამოთვლა. გასაღები არის ის,
რომ ესენი ურთიერთკავშირშია. იმიტომ, რომ ეს კუთხეები წარმოშობილია ორი პარალელური
წრფისა და მკვეთის კვეთით ვიცით, რომ ეს კუთხე
შესაბამისობაშია ამ კუთხესთან. ისინი
ტოლი კუთხეები იქნებიან თუ ეს, 6x
პლუს 182-ის ტოლია ესეც 6x
პლუს 182-ის ტოლი იქნება რაც გვეხმარება იმის აღქმაში, რომ ეს ლურჯი და
ნარინჯისფერი კუთხეები მოსაზღვრეა მათი ჯამი 180
გრადუსი იქნება, რადგან გვერდი-გვერდ მათი გარე
სხივები სწორ ხაზს ქმნიან. ვიცით, რომ 6x-ს
პლუს 182 პლუს 9x პლუს 88 180 გრადუსის ტოლი იქნება. ახლა, უნდა გავამარტივოთ. 6x პლუს 9x მოგვცემს 15x-ს. შემდეგ, გვაქვს 182-ს პლუს 88. მაშ, ვნახოთ, 182-ს
პლუს რვა მოგვცემს 190-ს. ამას დავამატოთ 80. ეს მოგვცემს 270-ს--
პლუს 270. ეს უდრის 180-ს. განტოლების ორივე
მხარეს თუ გამოვაკლებთ 270-ს მივიღებთ, რომ 15x უდრის მინუს 90-ს. ახლა, შეგვიძლია
ორივე მხარე გავყოთ 15-ზე. მივიღებთ, x უდრის-- ვნახოთ, ექვსჯერ 15 არის
60, ამას დამატებული 30 არის 90. ანუ, x უდრის მინუს ექვსს. --ჯერ კარგად მივდივართ გავიგეთ, რომ x მინუს ექვსის ტოლია. მაგრამ ჯერ არ
ვიცით ეს კუთხეები რას უდრის. ეს კუთხე-- 9x-ს პლუს 88 უდრის ცხრაჯერ მინუს ექვსს პლუს 88 ცხრაჯერ მინუს
ექვსი მინუს 54-ის ტოლია. მინუს 54 პლუს 88 იქნება-- 88-ს მინუს 54 მოგვცემს 34 გრადუსს. ანუ, ნარინჯისფერი
კუთხე 34 გრადუსის ტოლია. ლურჯი კუთხე კი
180-ს მინუს ეს კუთხე. ამის დამტკიცება
შეგვიძლია, 6x პლუს 182-ის გამოთვლით. ეს იქნება--
ექვსჯერ მინუს ექვსი ეს არის მინუს 36 პლუს 182 --182-ს თუ
ექვსს გამოვაკლებ მივიღებ 176-ს. --მივიღებთ 146 გრადუსს შეგიძლიათ გადაამოწმოთ,
146-ს პლუს 34 უდრის 180 გრადუსს. აქედან გამომდინარე,
სხვა კუთხეების გაგებაც შეგვიძლია. ვიცით, რომ
თუ ეს კუთხე 46 გრადუსია ესეც 46 გრადუსი უნდა იყოს. ისინი მოპირდაპირე კუთხეებია. ეს კუთხე
ურთიერთკავშირშია ამ კუთხესთან ამიტომ, ესეც 34 გრადუსი უნდა იყოს. ეს ამ კუთხის
მოპირდაპირდაპირეა, ანუ ესეც 34 გრადუსი იქნება მსგავსად, თუ
ეს კუთხე 146 გრადუსია უკვე ვიცით, რომ
ესეც 146 გრადუსი იქნება. ესეც 146 იქნება,
რადგან მოპირდაპირეა და ბოლოს, ესეც 146 გრადუსის ტოლი იქნება.