If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შუაწერტილის ფორმულის მიმოხილვა

გაიხსენეთ შუაწერტილის ფორმულა და როგორ უნდა გამოიყენოთ ის ამოცანების ამოსახსნელად.

რა არის შუაწერტილის ფორმულა?

ფორმულა გვაძლევს (x1,y1) და (x2,y2) წერტილების შუაწერტილს საკოორდინატო სიბრტყეზე:
(x1+x22,y1+y22)
გინდათ, მეტი იცოდეთ შუაწერტილის ფორმულის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

როგორი ამოცანების ამოხსნა შემიძლია შუაწერტილის ფორმულის გამოყენებით?

საკოორდინატო სიბრტყეზე შეგიძლიათ, იპოვოთ მოცემული წერტილების შუაწერტილი. მაგალითად, ვიპოვოთ (5,3)–ისა და (1,7)–ის შუაწერტილი:
=(x1+x22,y1+y22)=(5+12,3+72)ჩასვით კოორდინატები=(3,5)
დააკვირდით: ფრთხილად უნდა იყოთ, რომ x კოორდინატები y კოორდინატებს არ მიუმატოთ და პირიქით.

შეამოწმეთ, როგორ გესმით

ამოცანა 1
რა არის (6,2) და (10,0) წერტილების შუაწერტილი?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ მეტი ასეთი ამონაცა ამოხსნათ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.