If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრია (ყველა მასალა) > თემა 4

გაკვეთილი 2: სამკუთხედის კუთხეები

დამუშავებული მაგალითი: სამკუთხედის კუთხეები (გადამკვეთი წრფეები)

დამუშავებული მაგალითები: გადამკვეთი წრფეებით შექმნილ სამკუთხედში კუთხეების პოვნა. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს უამრავი ხაზი აქ, რომლებიც იკვეთებიან ბევრნაირად და წარმოქმნიან სამკუთხედებს. და რაც მინდა გავაკეთო ამ ვიდეოში, მოცემული გვაქვს ზოგიერთი კუთხის ზომა. ეს კუთხე. ეს კუთხე. და ეს კუთხე. და რაც გვინდა გავაკეთოთ ამ ვიდეოში არის გავარკვიოთ, რა არის ამ კუთხის ზომა. და ვუწოდებ ამ ზომას "X" (იქსს). და გირჩევთ, დააპაუზეთ ვიდეო ახლავე და სცადოთ ეს თქვენით. და შემდეგ მოგცემთ პასუხს. ჩავთვლი, რომ უკვე ჩართეთ და თქვენით ამოხსენით ეს ან ცადეთ მაინც გაკეთება. მოკლედ, ვცადოთ ამის გაკეთება. სახალისოა, რომ არსებობს ბევრი გზა ამის ამოსახსნელად. და თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ იმის გარკვევა თუ რისი ამოხსნა შეგიძლიათ. მოკლედ, ვთქვათ იწყებთ მარცხენა მხრიდან, აი აქ. თუ ეს არის 121 გრადუსი, მაშინ ეს კუთხე, აი აქ, არის ამ კუთხის დამატებითი კუთხე, აი აქ. მოკლედ,ეს არის 121 გრადუსი, 121 გრადიუსს დამატებული ეს მწავნე კუთხე უნდა იყოს 180 გრადუსის ტოლი. მოკლედ, ეს იქნება 180-ს გამოკლებული 121. მოდით, ვნახოთ, ეს არის იგივე, რაც 80-ს გამოკლებული 21. 80-ს გამოკლებული 20 იქნება 60. ასე, რომ ეს იქნება 59 გრადუსი. მოდით დავწერ. 59 გრადუსი. ახლა ვხედავთ, რომ გვაქვს სამკუთხედის ორი კუთხე. თუ გაქვს სამკუთედის ორი კუთხე, შეგიძლიათ იპოვოთ მესამე კუთხე რადგან მათი ჯამი უნდა იყოს 180. ან იტყვით, რომ ეს კუთხე, აი აქ, ვუწოდებთ მას "კითხვის ნიშანს," ვიცით, რომ 59-ს დამატებული 29 დამატებული "კითხვის ნიშანი" უნდა იყოს 180 გრადუსის ტოლი. და თუ გამოვაკლებთ 59-ს და 29-ს ორივე მხარეს, მივიღებთ კითხვის ნიშანს ტოლია 180 გამოკლებული 59 გამოკლებული 29 გრადუსი. მოკლედ, ეს იქნება 180-ს გამოკლებული 59 გამოკლებული 29. მოდით, ვნახოთ, 180 მინუს 59 უკვე ვიცით არის 121. და შემდეგ, 121-ს გამოკლებული 29. თუ გამოკლებთ 20-ს მიიღებთ 101-ს. თუ გამოაკლებთ კიდევ ცხრას, მიიღებთ 92-ს. ასე, რომ ეს იქნება 92 გრადუსის ტოლი. ეს იქნება 92 გრადუსის ტოლი, და ეს კუთხე, აი აქ, არის ამ კუთხის ვერტიკალური კუთხე. ასე რომ, ის ასევე იქნება 92 გრადუსის ტოლი. და ჩვენ ახლა საკმაოდ ვუახლოვდებით; შეგვიძლია გავადიდოთ ეს სამკუთხედი ქვემოთ. შევინახავ ცოტა ადგილს აქ. მოდით, ვიტყვი, რომ ეს, აი აქ, ასევე იქნება 92 გრადუსი. და ამ სამკუთხედთან ქვემოთ, გვაქვს სამკუთხედის ორი გვერდი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მესამე. და ფაქტობრივად, არ გვჭირდება შევასრულოთ ბევრი გამოთვლა აქ, რადგან ჩვენ ერთ მხარეს-- ბოდიში-- გვაქვს ამ სამკუთხედის ორი კუთხე. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მესამე კუთხე. მოკლედ, აი აქ, გვაქვს ერთი კუთხე, რომელიც არის 92, ერთი კუთხე არის 29, ხოლო მეორე იქნება 180-ს გამოკლებული 92 გამოკლებული 29. და ჩვენ არც კი გვჭირდება რაიმე გამოთვლის შესრულება აქ, რადგან არსებითად, ეს არის ზუსტად ისეთი კუთხე, რაც გვაქვს სამკუთხედში, აი აქ. გვაქვს 92 გრადუსიანი კუთხე, გვაქვს 29 გრადუსიანი კუთხე და ეს კუთხე არის 59 გრადუსი. ამ შემთხვევაში, ის უნდა იყოს ასევე 59 გრადუსი, რადგან მათი ჯამი არის 180. მოკლედ, აქაც, მათი ჯამია 180. ასე რომ, აქაც ვღებულობთ 59 გრადუსს. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ეს 180–ის აღებით და 29-ის და 92–ის გამოკლებით. და შემდეგ, თუ ეს არის 59 გრადუსი, მაშინ ეს კუთხეც იქნება 59 გრადუსი, რადგან ისინი არიან ვერიკალური კუთხეები. დავამთავრეთ. X ტოლია 59 გრადუსის. არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგეძლოთ გეფიქრათ ამ ამოცანაზე. შეგეძლოთ მაშინვე გეთქვათ...მოდით, თავიდან დავიწყებ. შეიძლება უფრო სწრაფი გზაა, მაგრამ ვერ შეძლებდით გაგეკეთებინათ ეს საწყისი ეტაპები აქ. ეს არის გარე კუთხე, აი აქ. ეს შიგა ორი არამოსაზღვრე კუთხის ჯამის ტოლია. მოკლედ, 121 იქნება 29-ს დამატებული ეს რაღაც, აი აქ. და დავასრულეთ ამით, მაშინაც, როცა გავაკეთე ის ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ აქ ვიყენებთ მცირეოდენს, რაც ვიცით სამკუთხედებზე, წინასწარ რომ შევძლოთ გამოვტოვოთ ერთი-ორი ნაბიჯი. აგრეთვე, მინდა გავაკეთო ეს სხვა გზით, რომ დავრწმუნდე რამე უცნაურს არ ვაკეთებთ. მოკლედ, ეს იქნება 121-ს გამოკლებული 29, რაც იქნება 92. და თუ ეს არის 92, მაშინ ესეც იქნება 92. და შემდეგ, თუ ეს არის X, მაშინ ესეც იქნება X. და X-ს დამატებული 92 დამატებული 29 ტოლია 180 გრადუსის. და X-ს დამატებული 92 დამატებული 29 იქნება 121 გრადუსი. ჩვენ ეს უკვე ვიცოდით. და ასე რომ, ეს იქნება 180 გრადუსის ტოლი. ასე რომ, X ტოლია 59 გრადუსის. მოკლედ, არსებობს უამრავი გზა, რომლითაც შეგეძლოთ გეფიქრათ ამ ამოცანაზე.