თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

სამკუთხედების ტიპების მიმოხილვა

მიმოვიხილოთ სამკუთხედების დახარისხების გზები სამკუთხედების გვერდის სიგრძეებისა და კუთხის ზომების მიხედვით. ივარჯიშეთ სამკუთხედების დახარისხებაში.

სამკუთხედების დახარისხება მათი კუთხეების მიხედვით

მახვილკუთხა სამკუთხედები

მახვილკუთხა სამკუთხედს აქვს 3 კუთხე და  თითოეული მათგანის ზომა ნაკლებია 90. ქვემოთ მოცემულია მახვილკუთხა სამკუთხედების მაგალითები.

მართკუთხა სამკუთხედები

მართკუთხა სამკუთხედს აქვს 1 გვერდი, რომლის ზომაა 90 და 2 მახვილი კუთხე. ქვემოთ მოცეუმილი მართკუთხა სამკუთხედების მაგალითები.

ბლაგვკუთხა სამკუთხედები

ბლაგვკუთხა სამკუთხედს აქვს ერთი კუთხე, რომლის ზომა  მეტია 90-ზე და 2 მახვილი კუთხე. ქვემოთ მოცემულია ბლაგვკუთხა სამკუთხედების მაგალითები.
გინდათ, მეტი ისწავლოთ სამკუთხედების დახარისხებაზე? ნახეთ ეს ვიდეო.
ამოცანა 1A
ამოიცანით PQR მისი კუთხეების მიხედვით.
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო

სამკუთხედების დახარისხება მათი გვერდების სიგრძეების მიხედვით

ტოლგვერდა სამკუთხედები

ტოლგვერდა სამკუთხედს აქვს სამი ტოლი გვერდი. ქვემოთ მოცემულია ტოლგვერდა სამკუთხედების მაგალითები.

ტოლფერდა სამკუთხედები

ტოლფერდა სამკუთხედს აქვს სულ მცირე ორი ტოლი გვერდი. ქვემოთ მოცემულია ტოლფერდა სამკუთხედების მაგალითები.

არატოლგვერდა სამკუთხედები

არატოლგვერდა სამკუთხედს არ აქვს ტოლი გვერდები. ქვემოთ მოცემულია არატოლგვერდა სამკუთხედების მაგალითები.
ამოცანა 2A
ამოიცანით PQR მისი გვერდების მიხედვით.
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.