ძირითადი მასალა
გეომეტრია (ყველა მასალა)
კურსი: გეომეტრია (ყველა მასალა) > თემა 10
გაკვეთილი 9: გარდაქმნების ძველი ვიდეოებიკუთხით მობუნების მაგალითები (ძველი)
ძველი ვიდეო, რომელშიც სალი ფიგურათა ანასახებს კუთხით მობრუნებით ქმნის და ადგენს, რომელი მობრუნებისას რომელ ფიგურას ვიღებთ. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
როგორი იქნება მრავალკუთხედის
გამოსახულება როტაციის შემდეგ? ფიგურა უნდა შემოვაბრუნოთ 270 გრადუსით. ფიგურის როტაციაში იგულისხმება
როტაცია კოორდინატთა სათავის ირგვლივ. ანუ, აი, ამ წერტილის ირგვლივ. მოდით, ავიღოთ
ერთ-ერთი სტაფილოსფერი წერტილი. არჩეული წერტილი შემოვაბრუნოთ 270
გრადუსით კოორდინატთა სათავის ირგვლივ. მოდით, გავაკეთოთ. ეს შემობრუნდება აქ. როდესაც დადებით კუთხეზეა საუბარი, ყოველთვის საათის
საწინააღმდეგო მიმართულება იგულისხმება. ეს იგივეა, როგორც
ტრიგონომეტრიაში, წრეებთან მიმართებაში. ანუ, ვიწყებთ აქ და
ვაბრუნებთ 90 გრადუსით. შემდეგ ისევ 90 გრადუსით. ანუ, მთლიანობაში შევატრიალეთ 180 გრადუსით. შემდეგ შევატრიალებთ ისევ
90 გრადუსით, და მივიღეთ 270. მოდით, კიდევ
გავაკეთოთ რამოდენიმე მაგალითი. რამდენი გრადუსით უნდა შევაბრუნოთ ლურჯი
ნახაზი, რომ დაემთხვეს სტაფილოსფერ ფიგურას? როგორც ხედავთ,ეს ცოტათი რთული შეკითხვაა. პირველად უნდა ავიღოთ
ერთი წერტილი ლურჯ ფიგურაზე, და ვნახოთ თუ სად
აღმოჩნდება სტაფილოსფერ ფიგურაზე. აი, ამ წერტილს ავირჩევ, როგორც ხედავთ,
მარცხენა ზედა წერტილია, ხოლო სტაფილოსფერ ფიგურაზე
მდებარეობს მარჯვენა ქვედა კუთხეში. ანუ ეს წერტილი მოდის აქ. ანუ, იწყებოდა აი, აქედან და წამოვიდა
ზუსტად მის საწინააღმდეგო მიმართულებით. ანუ, ეს გამოვიდა 180 გრადუსიანი როტაცია. მოდით, კიდევ ერთი გავაკეთოთ. რა იქნება მრავალკუთხედის გამოსახულება? უნდათ, რომ ისევ 270
გრადუსიანი როტაცია გავაკეთოთ. ანუ როგორც მანამდე. შემოვაბრუნოთ სამი მეოთხედით. მოდით, ვნახოთ, როგორ გავაკეთოთ. ეს უფრო დასაფიქრებელია. აი ამ წერტილს ავიღებ, რადგან 270
გრადუსის აღქმა აქედან უფრო ადვილია. 90 გრადუსი უკვე შვასრულეთ. ახლა შეგვიძლია 180 გრადუსი გავაკეთოთ. და აი 270 გრადუსიც.