If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მობრუნების მიმოხილვა

მიმოიხილეთ მობრუნების საფუძვლები და შემდეგ შეასრულეთ რამდენიმე მობრუნება.

რა არის კუთხით მობრუნება?

კუთხით მობრუნება გარდაქმნაა, რომლის დროსაც ფიგურის ყველა წერტილი გარკვეული წერტილის მიმართ გარკვეული კუთხით ბრუნდება.
აქ ვაბრუნებთ MNO სამკუთხედს და ვიღებთ ლურჯ სამკუთხედს.
შედეგად ახალ ფიგურას ვიღებთ, რომელსაც ანასახს ვუწოდებთ. ანასახი თავდაპირველი ფიგურის ტოლია.
გინდათ, მეტი გაიგოთ სხვადასხვა ტიპის გარდაქმნაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

მობრუნების შესრულება

ფიგურის მობრუნება ნებისმიერი ზომის კუთხით შეგვიძლია, მაგრამ როგორც წესი, ფიგურებს სტანდარტული კუთხეებით ვაბრუნებთ, როგორიცაა 45 ან 180.
თუ გრადუსების რიცხვი დადებითია, ფიგურა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მობრუნდება.
თუ კუთხის გრადუსები უარყოფითია, ფიგურა საათის ისრის მიმართულებით მობრუნდება.
ფიგურას ნებისმიერი წერტილის მიმართ შეუძლია მობრუნება.
მაგალითი:
OAR მოაბრუნეთ 60-ით (2,3) წერტილის მიმართ.
მობრუნების ცენტრია (2,3).
60-ით მობრუნებისას (2,3)-ის მიმართ ყველა წერტილი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მობრუნდება. OAR-სგან მივიღებთ შემდეგ სამკუთხედს.
გინდათ, გაიგოთ მეტი კუთხით მობრუნებაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
„მობრუნების" ხელსაწყოთი EZ მოაბრუნეთ 270-ით სათავის მიმართ.
დადებითი კუთხით მობრუნების მიმართულება საათის ისრის საწინააღმდეგოა.
უკაცრავად, კითხვის ეს ნაწილი აღარ არის ხელმისაწვდომი. 😅 არ ინერვიულოთ, ამ ნაწილზე არ შეფასდებით. განაგრძეთ წინსვლა!

გინდათ, სცადოთ მეტი ასეთი ამოცანა? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.