If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ოთხკუთხედის ფართობი ბადეზე

ისწავლეთ უცნაური ოთხკუთხედების ისეთ ფიგურებად დაშლა, რომლებითაც ფართობის გამოთვლა უფრო ადვილია. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მინდა, რომ დააკვირდეთ ვიდეოს და განსაჯოთ, შეგიძლიათ თუ არა ამ ოთხკუთხედის ფართობის გაგება. მინიშნებას მოგცემთ. შეეცადეთ დაყოთ ის ფიგურებად, ისე რომ მარტივი იყოს მათი ფართობების მოძებნა. განსაკუთრებით ერთეულეების ბადის მიხედვით, რომელიც აქ გვაქვს მოცემული. სცადეთ თავად. ახლა, ერთად ვცადოთ. დავიწყოთ იმ წერტილებით, სადაც მარტივი იქნება მიღებული ფიგურების ზომების გაგება. და საერთოდ, ამ ერთეულებიდან მხოლოდ მთელებს ავიღებ. აი ეს წერტილი ავიღოთ. შემიძლია ამ მიმართულებით გავავლო ხაზი. და შემიძლია ავაგო სამკუთხედი, აქ დაბლა. შეიძლება ბოლომდე გავლება მოგინდეთ, მაგრამ ცუდი იდეაა, ერთეულის შუაში დავაბოლოვებდით. თვალის ზომით შეიძლება ერთეულის ზუსტად შუაში არ მოხვდეს, ასე ავაგებ სამკუთხედს. ავაგე. ახლა გავაგრძელებ ხაზის გავლებას ზევით. იქნებ ასეც წარმოიქმნას სამკუთხედი, რათA ადვიალდ გავიგოთ ფიგურის ზომები. კვლავ ვერ გავავლებ ბოლომდე, რადგან მთლიან ერთეულს არ ემთხვევა. სამაგიეროდ აი აქ მარჯვნივ შემიძლია გავაგრძელო. დააკვირდით, ორივე სამკუთხედი ადვილად გასაზომია. ეს არის 1, 2, 3, 4, 5 ერთეული სიგანის და ერთი ერთეული სიგრძის. ეს არის 1, 2, 3, 4, 5 ერთეული სიგრძის და 1, 2 ერთეული სიგანის. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მთლიანად დავშალოთ ფიგურებად ეს ოთხკუთხედი. კიდევ ერთი გავაკეთოთ. გავავლოთ ხაზი ქვევით და მზადაა. ყოველი ფიგურა მარტივად გასაზომია. ეს არის ხუთი ერთზე. ეს არის ოთხი ორზე. ეს არის 1, 2, 3, 4, 5, 6 ერთეული 1, 2-ზე და ეს არის 1, 2, 3, 4, 5 ერთეული ერთზე. რა იქნება ამ ფიგურის ფართობი? და, რა თქმა უნდა, ეს მართკუთხედი ცენტრში. ამ სამკუთხედის, ხუთი ერთეული სიგანის და ერთი ერთეული სიგრძის, ფართობია: 1/2-ჯერ ერთი გამრავლებული ხუთზე. ან შემიძლია ჩავწერო 1/2 გამრავლებული ერთზე, გამრავლებული ხუთზე, დამოკიდებულია გამრავლების რომელ სიმბოლოს ვიყენებთ. გვექნება 1/2-ჯერ ხუთი, რაც 2.5-ის ტოლია. ეს 2.5-ია. ეს იქნება 1/2-ჯერ ოთხი გამრავლებული ორზე. ესეიგი, იქნება ორჯერ ორი ან ოთხი. ეს იქნება 1/2-ჯერ ორი, გამრავლებული 1, 2, 3, 4, 5, 6 ექვსზე. მაშ, 1/2 გამრავლებული ორზე არის ერთი და ერთჯერ ექვსი არის ექვსი. და ეს იქნება 1/2 გამრავლებული ერთზე გამრავლებული 1, 2, 3, 4, 5-ზე. კიდევ ერთხელ ამის ფართობი არის 2.5. და ბოლოს, ეს არის სამი ოთხზე მართკუთხედი. შეგვიძლია კვადრატული ერთეულები დავითვალოთ მასში. 12 ასეთი კვადრატული ერთეული აქვს. ესეიგი მისი ფართობი 12-ია. თუ გვინდა სრული ფართობის გაგება უნდა შევაჯამოთ ყველა ფიგურის ფართობი. 2.5-ს პლუს 2.5 არის ხუთი, პლუს ოთხი არის ცხრა, პლუს ექვსი არის 15, პლუს 12 არის 27. ანუ მთილიანი ფართობი 27-ია.