If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წრეწირი (მიმოხილვა)

მიმოვიხილოთ წრეწირის საფუძვლები და ვივარჯიშოთ ამოცანების ამოხსნაში.

რა არის წრეწირი?

წრეწირი არის მანძილი წრის ირგვლივ (წრის პერიმეტრი!).
გინდათ, რომ მიმოიხილოთ წრის სიტყვიერი აღნიშვნები (როგორიცაა პი, რადიუსი და დიამეტრი)? ნახეთ ეს ვიდეო.

წრეწირის სიგრძის პოვნა

წრეწირის სიგრძის საპოვნელად, შეგვიძლია, ეს ფორმულები გამოვიყენოთ:
წრეწირი=π×დიამეტრი
წრეწირი=2×π×რადიუსი
გინდათ, რომ იცოდეთ, რატომ მუშაობს ეს ფორმულები? ნახეთ ეს სტატია.

მაგალითი 1: წრეწირის პოვნა, როცა დიამეტრია მოცემული

იპოვეთ წრეწირის სიგრძე, როცა წრის დიამეტრია 3.
დიამეტრის მიხედვით წრეწირის სიგრძის საპოვნელი ფორმულაა:
C=πd
C=π3
C=3π
შეგვიძლია, აქ გავჩერდეთ და დავწეროთ პასუხი 3π-ის სახით. ან შეგვიძლია, 3,14 ჩავსვათ π-ს ნაცვლად და გავამრავლოთ.
C=3,143
C=9,42 ერთეული
წრეწირის სიგრძეა 3π ერთეული, ანუ, 9,42 ერთეული.

მაგალითი 2: წრეწირის პოვნა, როცა რადიუსია მოცემული

იპოვეთ წრეწირის სიგრძე, როცა წრის რადიუსია 8.
რადიუსის მიხედვით წრეწირის სიგრძის საპოვნელი ფორმულაა:
C=2πr
C=2π8
C=16π
შეგვიძლია, აქ გავჩერდეთ და დავწეროთ პასუხი 16π-ის სახით. ან შეგვიძლია, 3,14 ჩავსვათ π-ს ნაცვლად და გავამრავლოთ.
C=3,1416
C=50,24 ერთეული
წრეწირის სიგრძეა 16π ერთეული, ანუ, 50,24 ერთეული.

ვარჯიში

ამოცანა 1
ვთქვათ, წრის რადიუსი არის 5. რას უდრის მისი სიგრძე?
ჩაწერეთ ზუსტი პასუხი π–ს გამოყენებით ან π–ს ნაცვლად გამოიყენეთ 3,14 და პასუხი ათწილადის სახით ჩაწერეთ.

გინდათ, რომ კიდევ ამოხსნათ ამოცანები წრეწრის სიგრძეზე? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.