If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კუთხის ტიპები (მიმოხილვა)

მიმოვიხილოთ კუთხის შემდეგი ტიპები: მახვილი, მართი, ბლაგვი და გაშლილი.  ამოიცანით და ააგეთ კუთხის ტიპები სხვადასხვა სავარჯიშო ამოცანებში. 

კუთხის ზომები (შეჯამება)

კუთხის ტიპიკუთხის ზომა (გრადუსებში)
მახვილი0-სა და 90-ს შორის
მართიზუსტად 90
ბლაგვი90-სა და 180-ს შორის
გაშლილიზუსტად 180

მართი კუთხეები

მართი კუთხე არის 90-იანი კუთხე. მართ კუთხეს აქვს იდეალური კუთხის ფორმა, როგორც ფურცლის კუთხეს. ქვემოთ მოცემულია მართი კუთხის მაგალითი.

გაშლილი კუთხეები

გაშლილი კუთხე არის 180-იანი კუთხე. გაშლილ კუთხეს სწორი ხაზის ფორმა აქვს. ქვემოთ მოცემულია გაშლილი კუთხის მაგალითი.

მახვილი კუთხეები

მახვილი კუთხე არის ისეთი კუთხე, რომლის ზომა 90-ზე ნაკლებია. ქვემოთ მოცემულია მახვილი კუთხის მაგალითი.
როცა მახვილ კუთხეს მართ კუთხეს ვადარებთ, ვხედავთ, რომ მახვილი კუთხე 90-ზე ნაკლებია.

ბლაგვი კუთხეები

ბლაგვი კუთხე არის ისეთი კუთხე, რომლის ზომაც მეტია 90-ზე, მაგრამ ნაკლებია 180-ზე. ქვემოთ მოცემულია ბლაგვი კუთხის მაგალითი.
როცა ბლაგვ კუთხეს მართ კუთხეს ვადარებთ, ვხედავთ, რომ ბლაგვი კუთხე 90-ზე მეტია.
როცა ბლაგვ კუთხეს გაშლილ კუთხეს ვადარებთ, ვხედავთ, რომ ბლაგვი კუთხე 180-ზე ნაკლებია.
გინდათ მეტის გაგება კუთხის ტიპების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

სავარჯიშოები 1: კუთხეების ამოცნობა

ამოცანა 1A
შემდეგი კუთხე მახვილია, მართი, ბლაგვი თუ გაშლილი?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

სავარჯიშოები 2: კუთხეები დიაგრამებსა და სურათებში

ამოცანა 2A
რა სახისაა ქვემოთ მოცემული მწვანედ აღნიშნული კუთხე?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

სავარჯიშოები 3: კუთის ტიპების აგება

ამოცანა 3A
კუთხის წვერო მოქაჩეთ და დასვით A წერტილზე.
კუთხის კიდევ ერთ წერტილს მოქაჩეთ ისე, რომ ერთ-ერთი სხივი B წერტილში გაატაროთ.
მეორე სხივი ერთ-ერთ შავ წერტილში გაატარეთ ისე, რომ შექმნათ გაშლილი კუთხე.
კუთხესთან ახლოს რკალი მიუთითებს, რომ კუთხე იზომება.

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.