If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მანძილის ფორმულა: მიმოხილვა

მიმოიხილეთ მანძილის ფორმულა და გაიხსენეთ, როგორ გამოიყენოთ ის ამოცანების ამოსახსნელად.

რა არის მანძილის ფორმულა?

ფორმულა გვაძლევს ორ (x1,y1) და (x2,y2) წერტილებს შორის მანძილს საკოორდინატო სიბრტყეზე:
(x2x1)2+(y2y1)2
ეს პითაგორას თეორემას ეყრდნობა.
გინდათ, მეტი ისწავლოთ მანძილის ფორმულის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

როგორი ამოცანების ამოხსნა შემიძლია მანძილის ფორმულით?

საკოორდინატო სიბრტყეზე შეგიძლია, იპოვო ორ მოცემულ წერტილს შორის მანძილი. მაგალითად, ვიპოვოთ (1,2)–სა და (9,8)–ს შორის მანძილი:
=(x2x1)2+(y2y1)2=(91)2+(82)2ჩავსვათ კოორდინატები=82+62=100=10
დააკვირდით: ფრთხილად უნდა იყოთ, რომ x კოორდინატები y კოორდინატებს არ მიუმატოთ და პირიქით.

შეამოწმეთ, როგორ გესმით

ამოცანა 1
რას უდრის (4,2)–სა და (8,5)–ს შორის მანძილი?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.