მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:5:04

ვიდეოს აღწერა

ალბათ ყველამ ვიცით ტოლობის ნიშანი ვთქვათ, ერთს პლიუს ერთი უდრის ორს შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ეს ნიშანი უბრალოდ პასუხს გამოხატავს ერთს პლიუს ერთი არის მაგალითი ეს სიმბოლო კი მის ამოხსნას ნიშნავს ტოლობის ნიშანი ამას არ გამოხატავს რეალურად ის ადარებს ორ რაოდენობას როცა ვწერ, რომ ერთს პლიუს ერთი ორს უდრის ნიშნავს, რომ ტოლობის მარცხენა მხარე ზუსტად იგივეა, რაც მარჯვენა მხარე იგივენაირად შემეძლო დამეწერა ორი უდრის ერთს პლიუს ერთს ეს ორი რაოდენობა ტოლია დავწერ ორი უდრის ორს აქაც, ტოლობის ორივე მხარე ტოლია ერთს პლიუს ერთი უდრის ერთს პლიუს ერთს ერთს პლიუს ერთი მინუს ერთი უდრის სამს მინუს ორს ორივე ტოლი რაოდენობისაა ტოლობის მარცხენა მხარე არის 1-ის ტოლი მარჯვენა მხარეც 1-ის ტოლია ორივე თანაბარი რაოდენობისაა ახლა განახებთ რიცხვების შედარების სხვა გზებსაც ტოლობა გვიჩვენებს, რომ ორივე მხარეს რაოდენობა თანაბარია რა მოხდება თუ ორივე მხარეს სხვადასხვა რაოდენობა გვექნება? ვთქვათ, გვაქვს ციფრები სამი და ერთი და მინდა მათი შედარება აშკარაა, რომ სამი და ერთი ტოლები არ არიან შემიძლია ეს ამ სიმბოლოთი გამოვხატო ვთქვათ, მაინტერესებს რომელია მეტი და რომელი ნაკლები რა სიმბოლოთი უნდა გამოვხატო, რომ ერთ-ერთი აქედან უფრო მეტია მეორეზე ამის სიმბოლო არის მეტობის ნიშანი ეს ნიშნავს, რომ სამი მეტია ერთზე თუ გიჭირთ ამ სიმბოლოს მნიშვნელობის დამახსოვრება უფრო დიდი რაოდენობა არის ნიშნის გაშლილ მხარეს ნიშნის უფრო დიდ მხარეს არის უფრო დიდი რიცხვი, მცირე მხარეს - პატარა ეს იკითხება, როგორც სამი მეტია ერთზე შემიძლია სხვანაირადაც ჩავწერო ერთს პლიუს ერთი პლიუს ერთი მეტია ერთზე მაგრამ თუ ყველაფერი პირიქითაა? ვთქვათ, მინდა ხუთის და 19-ის შედარება მეტობის ნიშანს ახლა ვერ გამოვიყენებთ, ხუთი არ არის 19-ზე მეტი თუმცა იმის ჩაწერა შემიძლია, რომ ხუთი არ უდრის 19-ს ამ სიმბოლოთი მაგრამ მე მინდა იმის ჩვენება, რომ ერთი მეტია და მეორე ნაკლები ქართულად ვიტყოდი, რომ ხუთი ნაკლებია 19-ზე ამის ჩაწერის მათემატიკური ხერხი უნდა მოვძებნოთ მოდი ეს ნიშანი შემოვატრიალოთ და მცირე ნაწილი მცირე რიცხვს მივუშვიროთ ხოლო ნიშნის დიდი ნაწილი დიდ რიცხვს ამიტომ, რადგან ხუთი პატარაა და ცხრამეტი დიდი, ჩავწერ ასე ეს იკითხება, როგორც ხუთი ნაკლებია 19-ზე ერთს პლიუს ერთი ნაკლებია ერთს პლიუს ერთი პლიუს ერთზე ვამბობთ, რომ ეს რაოდენობა ამ რაოდენობაზე ნაკლებია