If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შედარების სიმბოლოები: მიმოხილვა

მიმოიხილეთ შემდეგი სიმბოლოები: მეტია ვიდრე, ნაკლებია ვიდრე, უდრის . სცადეთ ამოხსნათ სხვადასხვა ამოცანები.

რიცხვების შედარება

რიცხვების შედარებისას იმის საჩვენებლად, რომ ერთი რიცხვი მეორეზე მეტია, ნაკლებია ან მისი ტოლია, სიმბოლოებს ვიყენებთ.

მეტობა

მეტობის სიმბოლოა >.
19 მეტია 4-ზე. ანუ, > სიმბოლოს გამოყენებით შეგვიძლია, ჩავწეროთ: 19>4.

ნაკლებობა

ნაკლებობის სიმბოლოა <.
23 ნაკლებია 80-ზე. ანუ, < სიმბოლოს გამოყენებით შეგვიძლია, ჩავწეროთ: 23<80.
სიმბოლოების მარტივად დამახსოვრება ასე შეგიძლიათ: უფრო ფართო, ღია მხარე ყოველთვის უდიდესი რიცხვისკენაა მიმართული.

ტოლობა

ტოლობის სიმბოლოა =.
35 35-ის ტოლია. ანუ, = სიმბოლოს გამოყენებით შეგვიძლია, ჩავწეროთ: 35=35.
გინდათ, გაიგოთ მეტი შედარების სიმბოლოებზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.
48 __ 43
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.