If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თანრიგების მაგალითი: 42

სალი წარმოგვიდგენს 42-ს, როგორც 4 ათეულსა და 2 ერთეულს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მინდა ავიღოთ აი, ეს მოცემული სიდიდე, მწვანე რაღაც ჩხირებივით მოცემული სიდიდე, სადაც თითოეული მწვანე ჩხირი წარმოადგენს ერთიანს. და წარმოვადგინოთ იმ ციფრების გამოყენებით, რომლებიც უკვე ვიცით. სადაც ეს ციფრებია: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. კარგით. მოდით ეს გავაკეთოთ ასე. ჯერ ეს სიდიდე დავაჯგუფოთ ათეულებად და ვნახოთ რამდენი ათეული გვაქვს ამ სიდიდეში. შემდეგ რამდენი ერთეული დარჩა? კარგით. მოდით მოვიქცეთ ასე. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, მოდი ჯობია გავიმეოროთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ძალიან კარგი. ესე იგი, ეს არის ჩვენი პირველი ათეული და მოდი შემოვხაზოთ რათა მარტივად გავარჩიოთ დანარჩენი ათეულებისგან. გამოვყოთ, ასე ვთქვათ. კარგით. ესე იგი, ეს იქნება ჩვენი პირველი ათეული. ვნახოთ, კიდევ რამდენი ათეული გვაქვს? არის თუ არა კიდევ რამდენიმე ათეული? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და10. ესე იგი, ესეც მეორე ათეული. მივაგენით მეორე ათეულს. ესეც წინანდელივით გამოვყოთ. ეს იქნება მეორე ათეული. ვნახოთ კიდევ ერთი ჩაეტევა თუ ორი? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ეს არის ჩვენი მესამე ათეული და მგონი კიდევ ერთ ათეულსაც ჩავატევთ. ჯერ ეს მესამე ჯგუფიც შემოვხაზოთ და კარგად გამოვყოთ დანარჩენისგან. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ესეც ჩვენი მეოთხე ათეული. ესე იგი, გამოვიდა, რომ ამ მთლიან სიდიდეში ჩავატიეთ სულ ოთხი ათეული. კარგად შემოვხაზოთ ეს მეოთხე ათეულიც. გამოვყოთ. ესე იგი, ეს არის ერთი ათეული. ეს არის ერთი ცალი ათეული. ანუ 10. ეს მეორე ათი. ეს მესამე ათი. ხოლო ეს მეოთხე ათი. შეგვიძლია ეს დავწეროთ, როგორც 10-ს დამატებული 10, დამატებული 10. დამატებული 10. კარგით. ესე იგი, მათი ჯამი წარმოადგენს, ანუ მათი ჯამი უდრის 4 ცალ ათიანს. 1, 2, 3, 4. 4 ათიანია. გვაქვს ესე იგი, 4 ათიანი ამ სიდიდეში. მაგრამ, ასევე დაგვრჩა ჩვენ ერთი და ორი. ორი ერთეული. შეგახსენებთ, რომ თითოეული მწვანე ჩხირი წარმოადგენს ერთ ერთეულს. მაშინ ამასაც მივაწეროთ. ეს იქნება პირველი. პირველი ერთეული. ეს კი მეორე. თუმცა თანმიმდევრობას მნიშვნელობა არა აქვს. ესე იგი, გვაქვს ორი ერთეული. ავღნიშნოთ, რომ აქ გვაქვს ორი ცალი ერთეული. ეს არის ორი ერთეული, რომელიც მოგვრჩა. ძალიან კარგი. ახლა გავაგრძელოთ. თითოეული ეს მწვანე ჩხირი, როგორც ვთქვით ერთეულებს წარმოადგენს. რა იქნება მთლიანი რიცხვი? ეს იქნება 4 ათეულს, (1, 2, 3 და 4) დამატებული 2 ცალი ერთეული. ჩავწეროთ ეს ყველაფერი. გვაქვს, 4 ათეულს (4 ათეულს) დამატებული 2 ცალი ერთეული. ანუ 2 ერთეული. თუ გამოვიყენებთ ჩვენს რიცხვით სისტემას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენთვის ნაცნობ ციფრებში ჩავწეროთ ყველაფერი. მაშინ შეგვეძლება ეს ყველაფერი ჩვენი სისტემით გამოვსახოთ. და ესე იგი, ამ სისტემისთვის რა არის მნიშვნელოვანი. გვაქვს ჯერ ერთეულების ადგილი, მარჯვნიდან. მოდით, ესენი ლურჯი ფერით ჯობია რომ შევღებოთ. ესე იგი, გვაქვს ჯერ ერთეულების ადგილი, სადაც ვწერთ თუ რამდენი ერთეული არის ჩვენს რიცხვში. ვნახოთ რამდენი ერთეული არის. ჩვენ გვაქვს, როგორც ვთქვი ორი ერთეული. და შემდეგ ამის მარცხნივ არის ადგილი, რომელიც გვიჩვენებს იმას, თუ რამდენი ათეული გვაქვს რიცხვში. ამ შემთხვევაში, ჩვენ როგორც ვნახეთ, გვაქვს 4 ცალი ათეული. ესე იგი, ჩავწეროთ 4. თქვენი 4 ათეული. მაშინ, ესე იგი, ჩვენ გამოვსახეთ ეს რიცხვი ჩვენს სისტემაში. ვამბობთ, რომ გვაქვს 4 ათეული და 2 ერთეული. ეს იგივეა რაც 42. თუმცა ეს ყველაფერი შეგვიძლია სხვანაირადაც წარმოვიდგინოთ. 4 ათეული არის იგივე რაც 10-ს დამატებული 10, დამატებული 10 და დამატებული 10. ესე იგი, გვაქვს 40. ეს იგივეა რაც 40. თუმცა ამას ჩვენ ჩავწერთ ჩვენს რიცხვით სისტემაში. და ასევე გვაქვს ორი ერთეული როგორც ვახსენე. უბრალოდ ვთვლი, რომ ორივენაირად დაწერა სასურველია, რადგან თავს შევახსენებთ იმას, რომ ოთხიანი წარმოადგენს 4 ათეულს და ასევე ეს 4-იანი წარმოადგენს 40-ს. იმიტომ, რომ 4 ათეული არის 40. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)